ლუკა ერნანდესმა ბაიერნში გატარებული პირველი თვეები შეაფასა

ლუკა ერნანდესმა ბაიერნში გატარებული პირველი თვეები შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა, ლუკა ერნანდესმა, "L,Equipe-სთან" საუბრისას "რეკორდმაისტერში" გატარებული საწყისი პერიოდი ვრცლად შეაფასა.

"საფრანგეთის ნაკრებში "ბაიერნის" 4 მოთამაშე თამაშობს, მეხუთე კუისანკეა. გუნდში მეორე ენად ფრანგული იქცა, მაგრამ ეს ლოგიკურია. "ბაიერნი" - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონები უნდა ჰყავდეს.

"ბაიერნმა" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქ თავი კომფორტულად მეგრძნო, ახლა კი მე მათთვის გავაკეთებ ყველაფრს. მათ ტრავმირებული დამიმატეს და ჩემზე იზრუნეს. თავიდანვე დავიწყე გერმანულის სწავლა, ჩემი ინტეგრაცია კარგად მიდის.

ჩემი ფრანგი თანაგუნდელები დიდებულები არიან. ლიზარაზუს, რიბერის, სანიოლის დონის მოთამაშეების შემდეგ "ბაიერნში" ფრანგული კულტურა ჩამოყალიბდა. ფრანკი საერთოდ სამაგალითო და ლეგენდარული მოთამაშეა.

"ბაიერნი" - დიდი კლუბი და პატარა ოჯახია. ამას გასახდელში ეგრევე იგრძნობ. "ატლეტიკოსთან" ყველაფრის შეთანხმების შემდეგ კლუბმა ჩემი რეაბილიტაცია სრულიად გადაიბირა და მეორე დღესვე დაიწყო. ეგრევე ჩავედი ავსტრიაში და პირველივე დღიდან ჩემზე სერიოზულად ზრუნავდნენ.

როდესაც გავიგე, რომ ჩემით "ბაიერნი" ინტერესდებოდა, ეგრევე მივიღე გადაწყვეტილება. ეს არის კლუბი, რომელიც შემეფერება. უდიდესი კლუბი მდიდარი ისტორიით. "ბაიერნი" გამარჯვებების მანქანაა და მეც სწორედ გამარჯვებების მოპოვება მინდა", - განაცხადა ლუკამ.

23 წლის უნივერსალური ფრანგი მცველი მიუნხენელებმა მადრიდის "ატლეტიკოდან" 81 მილიონ ევროდ შეიძინეს.


7-09-2019, 21:12
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0