...

შაბათს რობენისა და ვიდალის თამაში საეჭვოა

მიუხედავად დამაიმედებელი ინფორმაციებისა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" ორი ლიდერის თამაში მაინც საეჭვოა.

არიენ რობენმა და არტურო ვიდალმა დაზიანებები ეროვნული ნაკრებების ბანაკში მიიღეს. საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანება არც ერთ მათგანს არ აწუხებს, მაგრამ მათი თამაში 19 ნოემბერს სერიოზული ეჭვის ქვეშაა.

32 წლის ჰოლანდიელმა ვინგერმა, ლუქსემბურგთან გასვლით შეხვედრაში, კუნთის ტრავმა მიიღო და მინდორი შესვენებაზე დატოვა. ის "ბაიერნს" მალევე დაუბრუნდა, ვარჯიშებიც აღადგინა, მაგრამ ასი პროცენტით მზად ჯერ არ არის.

რაც შეეხება 29 წლის საყრდენ ნახევარმცველს, მისი მდგომარეობა უფრო მძიმეა. ვიდალმა დაზიანება კოლუმბიასთან მატჩში მიიღო და მინდორი საკაცით დატოვა. თუმცა, ახალახანს, ურუგვაის წინააღმდეგ, ძირითადში დაიწყო და კვლავ შეცვალეს.

რობენის მინდორზე გასვლის შანსები გაცილებით მაღალია, ვიდრე არტურო ვიდალის, მაგრამ ჯერჯერობით დაზუსტებით რაიმის თქმა შეუძლებელია.

"რეკორდმაისტერს" მოახლოვებულ მნიშვნელოვან თამაშში ორი მოთამაშე აუცილებლად დააკლდება: კინგსლი კომანი და ხავი მარტინესი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არტურო ვიდალი არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 07:19
He leads a dog’s life.
http://www.gorodservis.ru/nazvan-Gorenje.html
Despite the absurdity speak. The man, who lives next door, is an excellent vet.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა