ედერსონი ბაიერნი კოუტინიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია

ედერსონი ბაიერნი კოუტინიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია

"მანჩესტერ სიტისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ედერსონ მორაეშმა, თავისი თანამემამულე ფილიპე კოუტინიო დაახასიათა.

"კოუტინიოს შეუძლია, რომ მნიშვნელოვან მატჩებში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.

"ბაიერნი" ყოველთვის დიდებული გუნდია. ახლა კოუტინიოსთან ერთად ისინი ნამდვილად ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის არიან.

ფილიპე ბრწყინვალე ფეხბურთელია, უბრალოდ "ბარსელონაში" არ წაუვიდა საქმე ისე კარგად, როგორც თავის დროზე "ლივერპულში".

ახლა კი მიუნხენურ გუნდში მას აქვს საშუალება, რომ კვლავ გაიბრწყინოს და თავისი ფანტასტიკური შესაძლებლობები ყველას დაანახოს", - განაცხადა ედერსონმა.

27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბაიერნმა" ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" იჯარის წესით დაიმატა.

კოუტინიომ სადებიუტო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გასულ უქმეებზე, შინ "მაინცის" (6:1) წინააღმდეგ, ჩაატარა.


8-09-2019, 18:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0