...

მიულერი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გვინდა!"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა "SportBild-თან" საუბარში არ დამალა, რომ "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოწყურებულია.

"ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატი და მადრიდის "რეალთან" დასანანი მარცხი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და ენერგიაა ახალი სეზონისთვის.

ჩვენ, ყველამ, ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტული ძალიან ახლოს იყო. სწორედ ამიტომ, ახლა ძალიან მონდომებულები და გაბრაზებულები ვართ, თანაც ჩვენს გვერდით ნიკო კოვაჩია - ახალი, ახალგაზრდა და ამბიციური სპეციალისტი.

2017 წელს 1/4 ფინალშიც ახლოს ვიყავით მადრიდელების გამოგდებასთან. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ "ბაიერნს" ბოლო 2 წელიწადში შეეძლო ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება. ტიტულისგან შორს არ ვყოფილვართ", - აღნიშნა მიულერმა.

2013 წელს "ბაიერნმა" ტრებლი გაიფორმა, ხოლო მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ოთხჯერ გავიდა. ბოლო ორ სეზონში კი "რეკორდაისტერი" მომდევნო ჩემპიონმა მადრიდის "რეალმა" გამოაგდო.

2016/17 წლების სეზონში მიუნხენელები 1/4 ფინალში დამარცხდნენ - 1:2, 2:1 და დამატებით დროში "რეალმა" 3:0 იმარჯვა. გასულ სეზონში კი მიუნხენში "ბაიერნმა" 1:2 წააგო, მადრიდში კი ფრედ 2:2 ითამაშა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა