...

უკიდურესი სიღარიბიდან - მიუნხენამდე: რაფინიას ისტორია

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა განაპირა მცველმა, რაფინიამ, გერმანულ პრესასთან თავის მძიმე ცხოვრებასა და ადრეულ პერიოდზე ისაუბრა.

"ჩემი ოჯახი ღარიბი იყო. როდესაც ბავშვი ვიყავი, საჭმელი არაფერი მქონდა. მინდოდა, პროფესიონალი გავმხდარიყავი იმისათვის, რომ ოჯახს დავხმარებოდი", - დაიწყო რაფინიამ.

მას დიდი ოცნებებისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად 15 წლის ასაკში ოჯახის დატოვება და კურიტიბაში წასვლა მოუწია: "ეს რთული იყო! ცარიელი ჯიბეებით წავედი". "კორიტიბაში" მისი ანაზღაურებიდან 20 ევროს რაფინია ოჯახს უგზავნიდა: "დანარჩენს ჰოთდოგებში, ნაყინებსა და ნამცხვრებში ვხარჯავდი".


"კორიტიბადან" რაფინია ეგრევე გერმანიის ბუნდესლიგაში წავიდა და გელზენკირხენის "შალკეს" ფეხბურთელი გახდა. 2010 წელს კი ერთი სეზონი "ჯენოაში" გაატარა და შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა.

"ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვარ პიროვნება, რომელსაც ირგვლივ ბევრი ადამიანი სჭირდება და მუსიკა (იცინის)".

ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მიუნხენურ გრანდთან ერთად ყველაფერი მოიგო - 2013 წელს ის ტრებლის მფლობელი გახდა და ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა თავს ზემოთ: "როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, გადავხედავ მედლებს, რომლებიც მოვიპოვე და ვმშვიდდები. ეგრევე ყველაფერი ლაგდება და ცხოვრება მშვენიერი ხდება".


თუმცა არის რაღაც, რაც რაფინიას სრულ ბედნიერებამდე აკლია: "მამაჩემი აღარ არის აქ, რომ მიყუროს და ოჯახთან ერთად კარგი ცხოვრებით დატკბეს".скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რაფინია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა