მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა მანუელ ნოიერმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
ამასთან დაკავშირებით გერმანელმა მეკარემ კომენტარი გააკეთა.
“ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანი არ მიფიქრია. ყველაფერი კარგად დასრულდა და ამით მოხარული ვარ.
36 წლის ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. როცა მივხვდები, რომ აღარ შემიძლია, ჩემით წავალ და კარში აღარ დავდგები, ამჟამად კი ჩემი მიზანი ბაიერნთან ერთად წარმატების მიღწევაა”, - განაცხადა ნოიერმა.