...

ბაიერნი 3:1 ბაიერი - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ლევერკუზენის "ბაიერი" შინ 3:1 დაამარცხა. მატჩისშემდგომ კი პრესკონფერენციაზე მხარეებმა მატჩი შეაფასეს.

ნიკო კოვაჩი: "მინდა, რომ ჩემს გუნდს 90 წუთის განმავლობაში ნაჩვენები თამაშის გამო მადლობა გადავუხადო. სწრაფად გაშვებული ბურთი მალევე ამოვინაზღაურეთ და შემდეგ მთელი თამაში ვდომინირებდით. ჩვენი კონტრპრესინგი ძალიან ეფექტური იყო, "ბაიერს" სწრაფად აჩქარების საშუალებას არ ვაძლევდით. ვისურვებდი, ანგარიში 3:1 ცოტათი ადრე გაგვეხადა და არა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე. თუმცა ჩემი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ".

არიენ რობენი: "ეს რთული მატჩი იყო რთულ მოწინააღმდეგესთან. ისინი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბედი სწრაფად შევცვალეთ, მაინც ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. სწორ გზაზე ვდგავართ. მთავარმა მწვრთნელმა იცის, რაც უნდა".

ჰაიკო ჰერლიხი ("ბაიერის" მთავარი მწვრთნელი): "აშკარაა, რომ "ბაიერნში" ყველა მოთამაშეს უმაღლესი დონე აქვს და ეს მხოლოდ შეტევას არ ეხება. ბურთის დაკარგვის დროს ძალიან ენერგიულები და აგრესიულები ხდებიან, ეგრევე პრესინგზე მოდიან. მათ კარგი გაკვეთილი მოგვცეს".

დომინიკ კორი ("ბაიერის" ნახევარმცველი): "დასაწყისში გუნდის თამაში არ იყო ცუდი და დავწინაურდით კიდეც. თუმცა ამის შემდეგ გოლები ზედმეტად ადვილად გავუშვით. კარი მშრალად უფრო დიდი ხანი, თუნდაც პირველი ტაიმის ნახევრამდე შეგვენახა. "ბაიერნს" უფრო მეტი მუშაობა მოუწევდა. მიუნხენელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და დამსახურებულად მოიგეს".скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა