...

შალკე 0:2 ბაიერნი - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკე" გასვლაზე 2:0 დაამარცხა და შეხვედრის შემდეგ მთავარმა მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა, მატჩი შეაფასეს.

ნიკო კოვაჩი: "ძალიან, ძალიან კარგი ბუნდესლიგის თამაში ვნახეთ. ჩემი გუნდი 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა, აკოტრონლებდა სიტუაციას და ქმნიდა მომენტებს. სამწუხაროდ, ჩვენ ზედმეტად ცოტა გოლი გავიტანეთ. დიდებული თამაში იყო! მთელი გუნდი უნდა შევაქო, ვინაიდან არამხოლოდ შეტევაში, არემედ დაცვაშიც, ბურთის გარეშე, შესანიშნავად ვმოქმედებდით. როდესაც ბურთს ვკარგავდით, მალევე ვიბრუნებდით".

ლეონ გორეცკა: "სუპერ-სტარტი ავიღეთ, თავიდანვე ბევრი მომენტი შევქმენით და მეორე ბურთი უფრო ადრეც უნდა გაგვეტანა. პირველი ტაიმის მეორე ნაწილში "შალკემ" კარგად იმუშავა, ჩვენ კი ორგანიზიაში მოვიკოჭლებდით. თუმცა ვფიქრობ, საბოლოოდ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ".

დომენიკო ტედესკო ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი): "ბაიერნის" წინააღმდეგ რთულია ბრძოლა, მაგრამ თამაშში დიდი ხანი დავრჩით. დასაწყისში ძალიან გვიჭირდა, მაგრამ შემდეგ სოლიდურად ვიასპარეზეთ".

სებასტიან რუდი ("შალკეს" ნახევარმცველი): "უფრო მეტის იმედი გვქონდა. პირველ ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, ბურთიც გვეჭირა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო. მეორე ტაიმი უფრო რთული გამოდგა, ბურთიც ნაკლებად გვეჭირა და მომენტებიც არ გვქონია. სამწუხაროდ, მარცხი დამსახურებულია, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია".

რალფ ფიარმანი ("შალკეს" მეკარე): "როდესაც "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობ სტანდარტიდან გოლის გაშვების უფლება უბრალოდ არ გაქვს. ვფიქრობ, "ბაიერნის" ღირსეულად ვებრძოლეთ, უბრალოდ სტანდარტულებზე მეტი სიფრთხილე გვმართებდა".скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა