დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერის" დატოვება სურს და მისი აყვანით "ბაიერნია" დაინტერესებული.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთ.
"რონალდუ ნამდვილი ვარსკვლავი და ტოპ ფეხბურთელია, თუმცა ამ ეტაპზე, მისი ტრანსფერი მხოლოდ ჭორია", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
გერმანული პრესა პორტუგალიელ ვარსკვლავს ლევანდოვსკის შემცვლელად მოიაზრებდა.