გასულ დღეებში, პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს "ბაიერნში" ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა.
საბოლოოდ კი გაირკვა, რომ რონალდუს დამატებაზე უარი თავად კლუბმა განაცხადა.
პირველი მიზეზი, რის გამოც "ბაიერნმა" რონალდუ არ დაიმატა, ფინანსური სიტუაციაა. კლუბში თვლიან, რომ რონალდუს ტრანსფერში გადახდილი თანხით ბევრად კარგი გუნდის აშენება შეიძლება.
მეორე მიზეზი ასაკია - "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ცდილობს კლუბში ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები მიიყვანოს, მაგალითად მაზრაუი, გრავენბერხი და მათზე ააწყოს თამაშის.
მესამე ფაქტორი მწვრთნელია. ნაგელსმანი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და თქმაც არ უნდა, რომ რონალდუსთან გასახდელში ავტორიტეტი ვერ იქნება და სადავეები გაექცევა.