კატალონიის “ბარსელონა” ლევანდოვსკის ტრანსფერზე რიგით მესამე შეთავაზებას აკეთებს.
კატალონიელები მზად არიან, “ბაიერნს” პოლონელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო + 10 მილიონი ბონუსი გადაუხადოს.
“ბაიერნის” ლევანდოვსკის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს და საინტერესოა, რამდენად დათანხმდება რეკორდმაისტერი ამ შეთავაზებას.
არადა, ლევანდოვსკი და “ბარსელონა” პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმებულები არიან.