...

ბაიერნმა აეკი დაამარცხა

მიუნხენურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად "აეკი" მშრალად დაამარცხა - 2:0.

ნიკო კოვაჩმა "ვოლფსბურგთან" გამარჯვებული თერთმეტეული არ შეცვალა, უბრალოდ მცირე დაზიანების გამო დავიდ ალაბას მაგივრად სასტარტოში რაფინია დააყენა. მიუნხენელებმა თავიდანვე მოიპოვეს ბურთი და მთელი 45 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ.

"ბაიერნი" შეტევების განვითარებას ძირითადად ფლანგებიდან ცდილობდა და ყველაზე აქტიური ახალგაზრდა გერმანელი შემტევი, სერჟ გნაბრი იყო, რომელმაც რამდენიმეჯერ საკმაოდ სახიფათოდ გაამწვავა, მაგრამ ორჯერ მისი ჩაწოდება ადრესატამდე არ მივიდა, ორჯერ კი მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

ყველაზე რეალური შანსი მიუნხენელებს თავად ბერძნებმა აჩუქეს, როდესაც ტიაგომ მოიპარა ბურთი და საჯარიმოში შესულმა ლევანდოვსკის ცარიელ კართან ზედმეტად ძლიერი გადაცემა გაუკეთა. გერმანელები ახლოს იყვნენ რეალურ საგოლე მომენტებთან, მაგრამ პირველ ნახევარში 100%-იანი შანსი მაინც არ ჰქონიათ.

მეორე ნახევარი "ბაიერნმა" შედარებით პასიურად დაიწყო, მაგრამ 61-ე წუთზე მიზანს მაინც მიაღწია. არიენ რობენის დარტყმა "აეკის" მცველებმა დაბლოკეს, მაგრამ დამატებაზე ხავი მარტინესმა აკრობატულ ნახტომში ანგარიში გახსნა - 1:0!


2 წუთში მიუნხენელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს - გნაბრიმ საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და რაფინიას ეფექტურად დაუტოვა ბურთი. ბრაზილიელმა კი კარის გასწვრივ დააგორა და ლევანდოვსკის ცარიელ კარში გაატანინა.

დარჩენილი დრო "ბაიერნმა" ბურთის ფლობასა და დომინაციაში გაატარა, რის შედეგადაც თამაში გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

ნიკო კოვაჩს გუნდმა ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და დროებით ამსტერდამის "აიაქსი" უკან ჩამოიტოვა.

აეკი 0:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 - მარტინესი (61'), 0:2 - ლევანდოვსკი (63').

აეკი: ბარკასი - ბაკაკისი, ჩიგრინსკი, ლამპროპოლუსი, ჰულტი; ბაკასეტასი, სიმოეში, გალანოპოლუსი (გალო 84'), მანტოლასი (ალეფი 76') - კლონარიდისი (ბოიე 64') - პონსე.

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია - ტიაგო, მარტინესი - რობენი, ხამესი (გორეცკა 62'), გნაბრი (მიულერი 75') - ლევანდოვსკი (ვაგნერი 74').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა