...

ბაიერნი - აეკი: ალიანს არენაზე გამარჯვების დროა!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე ჯგუფის აუტსაიდერ "აეკს" დაუპირისპირდება.

3 ტურის შემდეგ "რეკორდმაისტერი" ჯგუფში პირველ ადგილს ამსტერდამის "აიაქსთან" იყოფს და დღეს საკუთარ მოედანზე წარუმატებელი სერიის შეწყვეტას ეცდება.

ბაიერნი - აეკი

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მე-4 ტური
თარიღი: 7 ნოემბერი, 24:00 საათი
სტადიონი: "მიუნხენ არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: მატეი იუგი

მიუნხენური გრანდი ოქტომბრის შესვენების შემდეგ ისევ არასტაბილურ და არადამაჯერებელ ფეხბურთს თამაშობს, რასაც გუნდში არსებული არც ისე კარგი ატმოსფერო ემატება. ყოველი თამაშის შემდეგ ან ვინმე იმტვრევა ან პრესაში არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ თუ როგორ არიან იმედგაცრუებულები ლიდერები ნიკო კოვაჩის მიდგომებითა და იდეებით. ჯერჯერობით 47 წლის ხორვატი სპეციალისტი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რაც გუნდის შედეგებზეც აისახება. "ბაიერნმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო, მაგრამ აქედან 3 მხოლოდ მინიმალური სხვაობით და კლასის ხარჯზე. მათ შორის იყო საბერძნეთში "აეკთან" შეხვედრა, რომელშიც მიუნხენელები უსუსურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ 2:0 მაინც მოიგეს.


გასულ უქმეებზე "ბაიერნმა" შინ "ფრაიბურგი" მიიღო და გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან - 1:1. მანამდე "რიოდინგჰაუზენთან" გერმანიის თასის შეხვედრაში "რეკორდმაისტერს" ტიაგო ალკანტარა წლის ბოლომე გამოაკლდა და ეს კოვაჩისთვის ახალი პრობლემაა. წინა თამაშში ხორვატმა ცენტრში იოზუა კიმიხი გადაწია, მაგრამ 22 წლის გერმანელმა ბევრი შეცდომა დაუშვა, ხშირად არღვევდა თამაშის წესებს დ თავადაც აღიარა, რომ ეს მისი ყველაზე ცუდი თამაში იყო ამ სეზონში. ასე, რომ დღეისთვის კიმიხის დაცვის მარჯვენა ფრთაზე დაბრუნება და ცენტრში ხავი მარტინესი გამოჩენაა მოსალოდნელი. "ფრაიბურგთან" შეხვედრის ერთადერთი პოზიტივი სერჟ გნაბრი იყო, რომელმაც თავისი პირველი გოლი გაიტანა "ბაიერნის" მაისურით.


"აეკმა" ლისაბონის "ბენფიკასთან" ღირსეული ბრძოლის შემდეგ არც მიუნხენურ გრანდთან შეირცხვინა თავი, მაგრამ მაინც 0:2 დამარცხდა. სამაგიეროდ, "აეკი" უმატებს საბერძნეთის სუპერ ლიგაში და ეროვნული ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში 11 ქულა დააგროვა. გასულ უქმეებზე "აეკი" სტუმრად "პანათინაიკოსს" შეხვდა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

მარინოს ოზუნიდისს საკმაოდ მებრძოლი გუნდი ჰყავს, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და "ალიანს არენაზე" ეცდება გალაღებას. "აეკს" ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსები ჯერ კიდევ აქვს, ამიტომ ბერძნებს მოტივაციაც ექნებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა - მარტინესი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

მატჩს გამოტოვებენ: რობენი, ტიაგო, კომანი, ტოლისო.

აეკი: ბარკასი - ბაკაკისი, ლამპროპოლუსი, ჩიგრინსკი, ჰუტი - გალანოპულოსი, სიმოეში - გალო, მატნალოსი, ბოიე - პონსი.

მატჩს გამოტოვებენ: ლოპეში, ოიკონომუ, ბაკასეტასი, ლივაია.

ფაქტები და სტატისტიკა

  • მიუნხენის "ბაიერნმა" 2001 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა.

  • ჩემპიონთა ლიგაზე კი "რეკორდმაისტერს" შინ ზედიზედ 3 შეხვედრა არ აქვს მოგებული. ფრე 1:1 ამ სეზონში "აიაქსთან", ხოლო გასულ სეზონში უგოლო ფრე "სევილიასთან" და მარცხი (1:2) მადრიდის "რეალთან".


  • მიუნხენურ გრანდს ბერძნული კლუბის წინააღმდეგ ისტორიაში არასოდეს წაუგია: 8 მოგება, 2 ფრე. საკუთარ მოედანზე კი ხუთიდან 4 შეხვდრა მოიგო.

  • ბერნძულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე "ბაიერნს" 18 გოლი აქვს გატანილი და არცერთი გაშვებული.

  • "აეკი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეხუთედ ასპარეზობს და პირველად 2006/07 წლების სეზონის შემდეგ.

  • "აეკი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში არასოდეს გასულა.

  • "აეკს" გერმანული კლუბების წინააღმდეგ გამართული 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული - 1 ფრე და 7 წაგება.

  • რობერტ ლევანდოვსკი დღეს ევროთასებზე თავის მე-100 შეხვედრას ჩაატარებს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა