...

სრული სიგიჟე დორტმუნდში: ბაიერნი ორჯერ იგებდა, მაგრამ დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში სუპერ "დერ-კლასიკერი" გაიმართა და მიუნხენურმა გრანდმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო - 2:3.

მიუნხენელებმა, ბევრისთვის მოულოდნელად, მატჩი ძალიან აგრესიულად დაიწყეს და სრული უპირატესობა მოიპოვეს. "ბაიერნი" ბურთს კარგად აკონტროლებდა და ყოველი დაკარგვის შემდეგ აგრესიული, მჭიდრო პრესინგით მას მალევე იბრუნებდა. ამან შედეგი გამოიღო და დორტმუნდელები დაბნეულები ჩანდნენ.

საწყის წუთებში "ბორუსიას" კონტრშეტევის ორი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ორივეჯერ მარცხენა ფრთიდან კუთხურის მოსაწოდებლად წასული დავიდ ალაბა ვეტერანმა ფრანკ რიბერიმ დააზღვია და დაცვაში ფანტასტიკურად იმოქმედა. 35 წლის ფრანგი შავ სამუშაოსაც ასრულებდა და შეტევაშიც აქტიურობდა.

პირველი მომენტი დორტმუნდელებს ჰქონდათ, როდესაც ცენტრში აწეულმა ჰუმელსმა უყურადღებოთ ითამაშა და მარკო როისს ჩააბარა ბურთი, მაგრამ "ბორუსიას" კაპიტანს მანუელ ნოიერმა დამაჯერებლად აჯობა. "რეკორდამისტერმა" კი ორი კარგი მიდგომის შემდეგ 26-ე წუთზე უპირატესობა შედეგში გარდასახა - სერჟ გნაბრის შესანიშნავ ჩაწოდებას რობერტ ლევანდოვსკი თავით გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა - 1:0!


გატანილი გოლის შემდეგ "ბაიერნმა" ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, მაგრამ მაღალი პრესინგი გააგრძელა და "ბორუსიას" ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. ცენტრი მიუნხენელებს დამაჯერებლად ეჭირათ და ტაიმი გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანეს.

მეორე ტაიმი კი ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი გამოდგა, რომელიც "ბაიერნისთვის" ცუდად დაიწყო. სანჩოს გადაცემის შემდეგ საჯარიმოში შეჭრილმა მარკო როისმა მანუელ ნოიერს ბურთზე თამაში დაასწრო და "რეკორდმაისტერის" კაპიტანი იძულებული გახდა თამაშის წესები დაერღვია. პენალტი როისმა გოლად აქცია და წონასწორობა აღადგინა.

"ბაიერნმა" ეს ბურთი არ შეიმჩნია, უპირატესობა დაიბრუნა და მალევე წინაც გავიდა. მარჯვენა ფრთაზე მიუნხენელებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს - გნაბრიმ ქუსლით დაუტოვა კიმიხს, რომელმაც რბილად ჩააგდო და ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა - 2:1.


ამის შემდეგ "ბაიერნი" კვლავ დადგა მეორე ნომრად, მაგრამ "ბორუსიამ" ზეწოლას მოუმატა, ცენტრში დაუდის გამოსვამ შედეგი გამოიღო და "ყვითლებმა" ორი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს. ჯერ იოზუა კიმიხმა გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან როისის დარტყმის შემდეგ, რასაც პაკო ალკასერის ეპიზოდი მოჰყვა, როდესაც ესპანელს ბოატენგი ჩაუხტა ფეხებში და ცარიელ კარში არ გაატანინა.

დორტმუნდელების აქტიურობამ საბოლოოდ მაინც გამოიღო შედეგი და მარკო როისმა ლუკაშ პიშჩეკის ჩაწოდების შემდეგ ნოიერს შანსები არ დაუტოვა. 6 წუთში კი სანჩოს წამოწყებული შეტევა როისის ქუსლით პასით და ვიტსელის გრძელი გადაცემით გაგრძელდა, რის შემდეგაც ალკასერი ნოიერთან პირისპირ დარჩა და ოსტატურად შეასრულა - 3:2!

ქამბექის შემდეგ "ბაიერნი" გახდა პირველი ნომერი და დარჩენილ დროში უტევდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მატჩის ბოლო წუთზე კიმიხის ჩაწოდებით ლევანდოვსკიმ ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში აღმოჩნდა, ამიტომაც ბურთი გაუქმდა და "ბაიერნმა" "დერ კლასიკერი" არანორმალურ ბრძოლაში დათმო.

დ.ბორუსია 3:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (26'), 1:1 - როისი (49'), 1:2 - ლევანდოვსკი (52'), 2:2 - როისი (67'), 3:2 - პაკო (73').

გაფრთხილება: ვაიგლი, აკანჯი, რიბერი, ზიულე, ვაგნერი, ჰიტცი.

დ.ბორუსია: ჰიტცი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი - ვიტსელი, ვაიგლი (დაუდი 46') - სანჩო, როისი, ლარსენი (დელაინი 82') - გიოტცე (პაკო 59').

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი (ზიულე 65'), ალაბა - მარტინესი, გორეცკა - გნაბრი (სანჩეში 74'), მიულერი (ვაგნერი 82'), რიბერი - ლევანდოვსკი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Leonardo
Leonardo | 30 ნოემბერი 2018 15:05
На нашем сайте вы можете найти все про [ურლ=ჰტტპ://ვინიონ.რუ/]Vინიონ.რუ[/ურლ]
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა