...

რა მოხდა დორტმუნდში კიმიხსა და გვარდიოლას შორის?

მიუნხენური გრანდის მომავალმა, იოზუა კიმიხმა, გერმანულ პრესასთან საუბარში დეტალურად გაიხსენა 2016 წლის მარტში დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასვლითი შეხვედრის შემდგომ მომხდარი ცნობილი ინციდენტი.

იმ დროისთვის პეპ გვარდიოლას გუნდმა "სიგნალ იდუნა პარკზე" ფრედ 0:0 ითამაშა და კიმიხმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე იასპარეზა, თუმცა მატჩის ბოლოს ესპანელმა სპეციალისტმა ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა, რაც იოზუამ ვერ გაიგო.

ამის გამო მატჩის დასრულებისთანავე გვარდიოლა ახალგაზრდა გერმანელთან მივიდა და მას აქტიურად, ხმამაღლა ესაუბრებოდა.

"ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ხაბი ალონსო მეჰდი ბენატიამ შეცვალა. ბენატიამ მოედანზე ჩემი ადგილი დაიკავა, ხოლო მე ალონსოს პოზიციაზე ავიწიე.

თუმცა მიუხედავად ცვლილებებისა, მაინც ცენტრალური მცველის გონებით ვაზროვნებდი. ზედმეტად სიღრმიდან ვმოქმედებდი და თითქმის მეჰდის პოზიციაზე ვიმყოფებოდი.

პეპი მიყვიროდა, რომ ზევით ავწეულიყავი, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ. მოედნის დატოვებამდე კი მან ზუსტად ის მითხრა, რაც თამაშის დროს ვერ გავიგე.

პირველად გაოცებული ვიყავი, მაგრამ როდესაც პეპს გაიცნობ, ყველაფერს მიხვდები. ის მომენტალურად გეუბნება ყველაფერს, რათა უკეთესი გახდე. მას სურს, რომ გითხრას იქვე და მორჩა.

შესაძლოა ეს უცნაურად ჩანდა, მაგრამ ჩემთვის დიდებული იყო. ამან დამანახა თუ როგორ ზრუნავს და რას ფიქრობს პეპი ჩემზე", - განაცხადა 23 წლის გერმანელმა, რომელიც ახლა "ბაიერნის" ძირითადი მარჯვენა მცველია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იოზუა კიმიხი პეპ გვარდიოლა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა