"აინტრახტთან" მოგებული 6:1 მატჩის შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" ფეხბურთელმა ჯამალ მუსიალამ გააკეთა.
"გვინდოდა, რომ ლაიფციგთან მოგების შემდეგ ტემპი არ დაგვეგდო და ასე გაგვეგრძელებინა, რაც გამოგვივიდა.
ბაიერნს აქვს ის, რაც არცერთ კლუბს არ აქვს და ჩვენთვის ეს დიდი უპირატესობაა.
კერძოდ, ყველა ფეხბურთელს დიდი ტექნიკური არსენალი აქვს, რაც თითო თამაშში უამრავ საგოლე მომენტს გვაქმნევინებს", - ამბობს მუსიალა.