...

ლივერპულს პირველ თამაშში დაცვის ლიდერი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრას მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე სერიოზული დანაკლისით ხვდება.

"ლივერპულს", რომელიც ახლა ჩინებულ ფორმაშია და პრემიერ ლიგას ლიდერობს, "რეკორდმაისტერთან" პირველ თამაშში დაცვის ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი, დააკლდება.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "ნაპოლისთან" საშინაო თამაშში (1:0), 27 წლის ჰოლანდიელმა გაფრთხილება მიიღო და 3 ყვითელი ბარათი დააგროვა, რაც მომდევნო თამაშში ავტომატურად დისკვალიფიკაციას ნიშნავს.

ამ ეტაპზე მერსესაიდელებს ჯო გომესი და ჟოელ მატიპი ვერ ეხმარებიან, მაგრამ მერვედფინალურ ეტაპამდე ორივე მათგანი გამოჯანმრთელდება.

თავისმხრივ, მიუნხენის "ბაიერნს" დისკვალიფიკაციის გამო თომას მიულერი ვერ დაეხმარება. გერმანელმა შეიძლება საპასუხო თამაშიც გამოტოვოს.

"ლივერპულისა" და "ბაიერნის" პირველი შეხვედრა "ენფილდზე" 19 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 13 მარტს მიუნხენში.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა