...

რობენმა ვან დეიკი დაახასიათა

მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ვინგერმა, არიენ რობენმა, "ლივერპულის" დაცვის ლიდერი და თავისი თანამემამულე ვირჯილ ვან დეიკი შეაქო.

"ბოლო პერიოდში მან დიდ წარმატებებს მიაღწია. ვფიქრობ, ასეთი პროგრესისთვის ის ქებას ნამდვილად იმსახურებს.

"ლივერპულის" წინააღმდეგ გასამართი მატჩები ძალიან რთული იქნება", - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".

"რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონს მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდება. პირველი მატჩი 20 თებერვალს, ჩვენი დროით 00:00 საათზე, "ენფილდზე" გაიმართება, საპასუხო კი იგივე დროს მიუნხენში - 14 მარტს.

აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრას ვან დეიკი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

27 წლის ვირჯილ ვან დეიკი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს და მერსესაიდულ გრანდში მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა