რუმენიგე ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულს მოვაწყობთ

რუმენიგე ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულს მოვაწყობთ

მიუნხენური კლუბის გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჩემპიონთა ლიგის ფინალის "ალიანს არენაზე" დაბრუნებას გამოეხმაურა.

"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ 2012 წლის შემდეგ 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს კვლავ ვუმასპინძლებთ.

"ბაიერნის" სახელით მინდა მადლობა გადავუხადო უეფას და პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს გამოჩენილი ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, მიუნხენი და "ბაიერნი" ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულს შექმნიან, რომელშიც მსოფლიოს წინაშე თანამედროვე და პროფესიული კუთხით წარვსდგებით", - განაცხადა კალე რუმენიგემ.

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 2022 წელს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი "ალიანს არენაზე" გაიმართება.

"ალიანს არენა" 2006 წელს აშენდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს ერთხელ, 2012 წელს უმასპინძლა - მაშინ "ბაიერნი" ფინალში გავიდა, მაგრამ სახლში ლონდონის "ჩელსისთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.


25-09-2019, 12:28
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0