...

ახალი სამიზნე - ბაიერნი რაბიოს ტრანსფერზე მუშაობს

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას იანვრის სატრანფერო ფანჯრის პერიოდში "პარი სენ ჟერმენისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრის, ადრიენ რაბიოს, გადაბირება სურს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა "RMC Sport" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, ამ დღეებში პარიზული კლუბის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

ბოსნიელმა სპეციალისტმა "პსჟ-ს" მესვეურებს ამცნო, რომ "ბაიერნს" რაბიოს თვის ბოლომდე გადაბირება სურს და მზად არის ტრანსფერი ზამთარში განახორციელოს.

თუმცა თუ პარიზელები უარს იტყვიან ადრიენის ზამთარში გაშვებაზე, მაშინ სალიჰამიჯიჩი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუნხენურმა გრანდმა 23 წლის ფრანგი ცენტრი ზაფხულში უფასოდ ჩაიგდოს ხელში.

ადრიენ რაბიომ გადაწყვიტა, რომ "პსჟ-სთან" მოქმედი კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, არ გაახანგრძლივოს. შესაბამისად, "პსჟ-ს" "ბაიერნის" წინადადება აწყობს, რადგან იანვარში რაბიოს სანაცვლოდ გარკვეულ ფულად კომპენსაციას მაინც მიიღებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ადრიენ რაბიო
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა