ხვალ, ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აუგსბურგს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - მაზრაუი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - მანე
ცნობისთვის, აუგსბურგსა და ბაიერნს შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.