მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ესპანური გუნდის შემადგენლობაში, მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი თამაშობდა.
მატჩის დაწყებამდე, მიულერი ლევანდოვსკის გაეხუმრა და ჰკითხა, თუ რატომ არ ეცვა მას ბაიერნის ფორმა - თავიდან, როგორც კადრებში ჩანს, ლევანდოვსკი მიულერის ამგვარმა საქციელმა გააღიზიანა, თუმცა მოგვიანებით ფეხბურთელები "ტუნელში" გასვლისას, ხელი-ხელ გადახვეულები გავიდნენ.
იხილეთ ვიდეო: