მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, გუშინდელი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მინდორი დაზიანების გამო არ დაუტოვებია.
"რეკორდმაისტერმა" სტუმრად "როსტოვთან" სენსაციურად 2:3 წააგო და გამოცდილმა გერმანელმა ძალიან სუსტი თამაში ჩაატარა. მან მინდორი 58-ე წუთზე დატოვა და შემდეგ გაირკვა, რომ კუნთის პრობლემები აწუხებს.
"ძალიან მარტივი გოლები გავუშვით და ვფიქრობ, რომ თავი უკეთ უნდა დავიცვათ, უფრო გუნდურად.
ჩემი შეცვლის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად არ იყო. კუნთი მაწუხებს და სამედიცინო შემოწმებას დღეს ჩავიტარებ", - განაცხადა ბოატენგმა.
"ბაიერნს" ამ ეტაპზე ვერც ხავი მარტინესი ეხმარება, ამიტომ მატს ჰუმელსის გარდა, ნომინალური ცენტრალური მცველი მხოლოდ ჰოლგერ ბადშტუბერი რჩება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.