კინგსლი კომანის ბლიც ინტერვიუ

კინგსლი კომანის ბლიც ინტერვიუ


მე მქვია კინგსლი კომანი. დავიბადე 1996 წლის 13 ივნისს.


მე ვთამაშობ მარცხენა და მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. ფეხბურთის თამაში ფრანგულ კლუბ "პსჟ-ში" დავიწყე, შემდეგ "იუვენტუსში" ვასპარეზობდი, ხოოლო 2015 წელს "ბაიერნში" გადმოვედი. ამ მომენტისთვის, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები სწორედ "ბაიერნის" და აგრეთვე, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით მაქვს ჩატარებული.


ვფიქრობ, "ბაიერნი" - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. სწორედ ამიტომ, თუ ამ გუნდის წევრი ხარ, ესეიგი, კარგი მოთამაშე ხარ. დიდი ამბიციები მაქვს და ისეთ კლუბთან ერთად, როგორიც "ბაიერნია", შემიძლია მივაღწიო ყველაფერს, რაც მსურს. მინდა გავაგრძელო გამარჯვებები ბუნდესლიგაში და აგრეთვე მოვიპოვო გერმანიის თასი. სამწუხაროდ, გასული სეზონის ბოლოს ფინალში დავმარცხდით. აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მინდა. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ და ამაში გუნდს დავეხმარები.


ვინ არის თქვენი კუმირი?

რონალდინიო.


რომელია თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი?

"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი 2016 წელს. ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი იყო.


ფიფა, მარიო კარტი თუ ფორტნაითი?

მარიო კარტი.


რა გაკლია ყველაზე მეტად საფრანგეთიდან?

თხელი ბლინები.


მთები თუ სანაპირო?

სანაპირო.


რისი დალევა გიყვარს?

უალკოჰოლო მოხიტო.


როგორ ახერხებ ასე ჩქარა სირბილს?

არ ვიცი. შესაძლოა, უბრალოდ იღბლიანი ვარ.


რომელია შენი საყვარელი აპლიკაცია სმარტფონში?

სნეპჩათი.


შენს ძაღლს ჰქვია "Neige", რაც ფრანგულად ითარგმნება როგორც თოვლი. ამას რაიმე შინაარსი აქვს?

დიახ, მე მყავს ძაღლი. ის ძალიან პატარა იყო, როდესაც ზამთარში ერთხელაც მეწვია და თოვლის გუნდას ჰგავდა. სწორედ ამიტომ დავარქვი მას თოვლი".


რომელი მსახიობი ითამაშებდა შენს როლს ცხოვრებაში?

უესლი სნაიპსი.


გვანახე ფოტო, რომლითაც ფლირტაობ




21-02-2019, 04:05
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0