კოუტინიო მიუნხენში ძალიან ბედნიერი ვარ

კოუტინიო მიუნხენში ძალიან ბედნიერი ვარ

მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელმა შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ, ლონდონის "ტოტენჰემთან" გამარჯვება შეაფასა და გუნდში ინტეგრაციაზეც ისაუბრა.

"ეს იყო კარგი მატჩი კარგი გუნდის წინააღმდეგ. პირველი ტაიმი მძიმედ ჩავატარეთ, მწვრთნელმა შესვენებისას გვითხრა თუ რა უნდა გამოგვესწორებინა.

კარგი საუბარი გვქონდა პოზიციურ თამაშზე, ბურთის კონტროლსა და სტრუქტურაზე. ჩვენი თამაშის დონე ავწიეთ.

სამი ქულა ავიღეთ, რაც გამანადგურებელ ანგარიშზე მნიშვნელოვანია. ორი მატჩი მოვიგეთ და მაქსიმალური რაოდენობის ქულები ავიღეთ.

სეზონის სტარტიდან მოყოლებული ვგრძნობდი თანაგუნდელების, სამწვრთნელო შტაბის, გულშემატკივრების და თქვენ წარმოიდგინეთ ჟურნალისტების მხარდაჭერასაც.

არავისზე არ მინდა შურისძიება, უბრალოდ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება მსურს. ახლა კი აქ ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა 27 წლის ბრაზილიელმა.

ფილიპე კოუტინიო "რეკორდმაისტერმა" ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" იჯარის წესით გადაიბირა.

კოუტინიომ ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 7 თამაშში 2 გოლი გაიტანა, 2 ასისტი გააკეთა და ბოლო მატჩებში უფროდაუფრო უმატებს.


3-10-2019, 12:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0