ბაიერნჯის განცხადება

ბაიერნჯის განცხადება

მოგესალმებით მიუნხენის "ბაიერნის" ერთგულო გულშემატკივრებო, თქვენთვის საინტერესო სიახლე და შემოთავაზება გვაქვს

ალბათ გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტის ვაკანსია გამოვაცხადეთ და შერჩევაც დავიწყეთ, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, დაგვითმო დრო და რესურსი. დიდ ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისთვის და იმისათვის, რომ პასუხი აღარ შეგატყობინეთ.

როგორც ხედავთ, საიტის მუშაობა მაღალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, სიახლეები ყოველდღიურ რეჟიმში არ იდება და ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, მიუნხენის "ბაიერნის", მთავარი ქართული ფან-კლუბი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.

სწორედ ამიტომ ახლა ვაცხადებთ "უფასო ვაკანსიას" ე.წ. "სტაჟირებას" ჟურნალისტის თანამდებობაზე. ეს არის შანსი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს მიუნხენური კლუბი და სურს დაეხმაროს ჩვენს ფან-კლუბს გამოცოცხლება-განვითარებაში.

მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, განათლებას, გამოცდილებას, მთავარი მონდომება, წერის უნარი და "ბაიერნის" სიყვარული. გვჭირდება და ვეძებთ როგორც ჟურნალისტებს საიტზე სიახლეების ყოველდღიურად დასადებად, ასევე ადამიანებს, რომლებიც ფეისბუქ გვერდზე დაწერენ პოსტებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ საწყისი პერიოდი იქნება სტაჟირების ეტაპი და იანვრიდან ჟურნალისტებსა და კონტენტ-მენეჯერებს დაენიშნებათ ანაზღაურება.

მადლობა ყველას ყურადღებისთვის და იმედი მაქვს BAYERN.GE-ს ერთად ავიყვანთ ახალ სიმაღლეებზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის და დეტალებისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე - Bayern.ge


11-10-2019, 01:07
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0