მე ჩემი გზა მაქვს მაგრამ ის მაინც სამაგალითოა  იოზუა კიმიხის ინტერვიუ

მე ჩემი გზა მაქვს მაგრამ ის მაინც სამაგალითოა იოზუა კიმიხის ინტერვიუ

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, იოზუა კიმიხმა, ცნობილ ფრანგულ გამოცემა "France Football-ს" ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

24 წლის გერმანელმა კიდევ ერთხელ განიხილა ფილიპ ლამის მემკვიდრეობის საკითხი, გაიხსენა პეპ გვარდიოლა, დაასახელა თავისი კუმირი და საუკეთესო თანაგუნდელი.

ლამთან შედარებაზე: "ეს მართალია, ვინაიდან ჩვენ ერთსა და იმავე პოზიციებზე ვთამაშობთ. თუმცა ის საკუთარ ემოციებს გაცილებით უკეთ აკონტროლებს. ასეთი რაღაცები მაშინ მემართება, როდესაც ცუდ გადაცემას ვაკეთებ ან საგოლე შანსს ვუშვებ ხელიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გზით მსურს სიარული, ლამი მაინც სამაგალითოა ჩემთვის. საუბარი გვაქვს გერმანული ფეხბურთის სიმბოლოზე. ასე მალე მას ვერ შევცვლი. ვცდილობ მასსავით მინიმალური რაოდენობის შეცდომები დავუშვა. ფილიპი სტაბილურობისა და მდგრადობის მაგალით იყო.

არ ვფიქრობ იმაზე, რომ ოდესმე გუნდის კაპიტანი გავხდები. თუმცა ახლა შემიძლია ისეთ მოთამაშეებს მივცე მითითებები და ბრძანებები, როგორებიც რობენი და ბოატენგი არიან. კაპიტანი ერთ ღამეში ვერ გახდები. ეს კარგი და სტაბილური ასპარეზობებით უნდა გამოიმუშავო".

პეპ გვარდიოლაზე: "პეპის დროს თითოეული ვარჯიშით სიამოვნებას ვიღებდი. ის ნამდვილი მაქსიმალისტია, რომელიც ნებისმიერ დეტალს ითვლის. სწორედ მისი წყალობით შევიძინე მრავალფეროვნება. მისი ხელმძღვანელობით თამაშისას ბევრი რამ ვისწავლე, გავიგე რაღაცები, რაზეც მანამდე გაგონილიც არ მქონია".

ერთხელაც "ლაიფციგში" ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემით "ბაიერნი" ინტერესდება და ვიფიქრე, რომ ხუმრობდა. შემდეგ პეპს ვესაუბრე და მითხრა, რომ მან ჩემი თამაში თავიდან-ბოლომდე შეისწავლა. მან მითხრა, რომ ჩემთან მიმართებაში დიდი გეგმები აქვს და გუნდში უბრალო მოთამაშე არ ვიქნებოდი".

მოთამაშეზე, რომელიც ვარჯიშებზე მასზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა: "ხაბი ალონსო! ის მართლაც განსაკუთრებული იყო. მისი გრძელი გადაცემების სიზუსტე უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. მისი თამაშის წაკითხვის უნარი კი ნამდვილად გასაოცარია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი. ის საუკეთესო მოთამაშეა, რომელთან ერთადაც ოდესმე მითამაშია".

თავის საფეხბურთო კუმირზე: "ჩემი კუმირი ყოველთვის ხავი იყო. მისგან ტექნიკური ტიპის შეცდომა არასოდეს მინახავს, ის მოედანზე ყოველთვის ბოსი იყო. მის ვიდეოებს იუთუბზე დღემდე ვუყურებ. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მასთან და ინიესტასთან ერთად მეთამაშა".

კინგსლი კომანზე: "კინგსლი - ნიჭიერი მოთამაშეა უდიდესი პოტენციალით. ის მშვენიერი დრიბლიორია, რომელსაც მაღალი სისწრაფე აქვს. მის წინააღმდეგ თავდაცვა ყოველთვის ძალიან რთულია. საბედნიეროდ, ის ჩემი თანაგუნდელია, ამიტომ ამის გაკეთება მე არ მიწევს. მას ტრავმების მხრივ ნამდვილად არ უმართლებს და როდესაც სეზონის პირველ ნახევარში "ჰოფენჰაიმთან" მორიგი მძიმე დაზიანება მიიღო, თვალზე ცრემლი მომადგა".

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე: "ეს ჩავარდნა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. გვინდოდა, რომ დომინანტები ვყოფილიყავით, მაგრამ საბოლოოდ, ბალანსი დავკარგეთ. მერვედფინალში გასვლას არ ვიმსახურებდით. ჩვენ უფრო რბილები უნდა ვიყოთ, რათა თანამედროვე ფეხბურთს ავუწყოთ ფეხი".


20-05-2019, 00:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0