...

ფიფას წლის სიმბოლურში მოსახვედრად ცხრა მიუნხენელი იბრძოლებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის 55 კანდიდატი დაასახელა.

უეფას სიმბოლურისაგან განსხვავებით, ფიფას წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად მიუნხენის "ბაიერნის" ერთბაშად ცხრა ფეხბურთელი იბრძოლებს.

ამ ცხრა მიუნხენელს შორის კი სიმბოლურში მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი, ალბათ, მანუელ ნოიერს, ჟერომ ბოატენგს, არტურო ვიდალსა და რობერტ ლევანდოვსკის აქვთ.

ფიფას 55 კაციანი სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: კლაუდიო ბრავო (ჩილე/მანჩესტერ სიტი), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია/იუვენტუსი), დავივ დე ხეა (ესპანეთი/რეალი), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა/რეალი), მანუელ ნოიერი (გერმანია/ბაიერნი).

მცველები: სერჟ ორიე (კოტ'დიუვარი/პსჟ), ექტორ ბელერინი (ესპანეთი/არსენალი), დანიელ კარვახალი (ესპანეთი/რეალი), ფილიპ ლამი (გერმანია/ბაიერნი), დანი ალვეში (ბრაზილია/იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია/იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იტალია/იუვენტუსი), დავიდ ლუისი (ბრაზილია/ჩელსი), დიეგო გოდინი (ურუგვაი/ატლეტიკო), მატს ჰუმელსი (გერმანია/ბაიერნი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა/ბარსელონა), ხერარდ პიკე (ესპანეთი/ბარსელონა), ჟერომ ბოატენგი (გერმანია/ბაიერნი) პეპე (პორტუგალია/რეალი), სერხიო რამოსი (ესპანეთი/რეალი), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი/რეალი), ტიაგო სილვა (ბრაზილია/პსჟ), ხორდი ალბა (ესპანეთი/ბარსელონა), დავიდ ალაბა (ავსტრია/ბაიერნი), მარსელო (ბრაზილია/რეალი).

ნახევარმცველები: ხაბი ალონსო (ესპანეთი/ბაიერნი), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი/ბარსელონა), კევინ დე ბრუინი (ბელგია/მანჩესტერ სიტი), ანდრეას ინიესტა (ესპანეთი/ბარსელონა), ნ'გოლო კანტე (საფრანგეთი/ჩელსი), ტონი კროოსი (გერმანია/რეალი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია/რეალი), პოლ პოგბა (საფრანგეთი/მანჩესტერ იუნაიტედი), ივან რაკიტიჩი (ხორვატია/ბარსელონა), მარკო ვერატი (იტალია/პსჟ), არტურო ვიდალი (ჩილე/ბაიერნი), ედენ აზარი (ბელგია/ჩელსი), მესუტ იოზილი (გერმანია/არსენალი), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი/ვესტ ჰემი), დავიდ სილვა (ესპანეთი/მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (არგენტინა/მანჩესტერ სიტი), გარეთ ბეილი (უელსი/რეალი), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი/რეალი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია/რეალი), პაულო დიბალა (არგენტინა/იუვენტუსი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი/ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (არგენტინა/იუვენტუსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ბაიერნი), ტომას მიულერი (გერმანია/ბაიერნი), ლიონელ მესი (არგენტინა/ბარსელონა), ნეიმარი (ბრაზილია/ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ჩილე/არსენალი), ლუის სუარესი (ურუგვაი/ბარსელონა), ჯეიმი ვარდი (ინგლისი/ლესტერი).

ფიფა თავის წლის რჩეულ თერთმეტეულს წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვებაზე, 9 იანვარს, დაასახელებს და ოფიციალურად წარადგენს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Guest Mapa T.Dig
Guest Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 08:51
He left word for you to meet him at the airport at 6.
не дорогой ремонт холодильников Маяковская
Not bad , I would say. Are you a handy person?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა