გამოუვალი მდგომარეობა  რა ხდება ბაიერნის დაცვის ხაზში

გამოუვალი მდგომარეობა რა ხდება ბაიერნის დაცვის ხაზში

2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა "ბაიერნის" ისტორიაში სამუდამოდ შევიდა და შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხიც გამოდგა. გერმანული გრანდის ბოსებმა როგორც იქნა უარი თქვეს თავის "პრინციპებზე" და დახარჯეს "დიდი ფული".

"რეკორდმაისტერმა" ზაფხულში ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა და მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უნივერსალური, ახალგაზრდა მცველი, ლუკა ერნანდესი, 81 მილიონ ევროდ შეიძინა.

ერნანდესთან ერთად "ბაიერნს" შეუერთდა კიდევ ერთი ახალგაზრდა, უნივერსალური და მსოფლიო ჩემპიონი მცველი ბენჟამენ პავარი. ამ ორ ტრანსფერში "რეკორდმაისტერმა" 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა იმისათვის, რომ დაცვა გაეახალგაზრდავებინა და მათი უნივერსალიზმის წყალობით ერთბაშად ოთხივე პოზიცია შეევსო.

რა მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად ? დღეს ოქტომბრის ბოლოსწინა კვირა იწურება, "ბაიერნმა" ბუნდესლიგის საწყის 8 ტურში 10 გოლი გაუშვა - ყველაზე ცუდი შედეგი კატასტროფული 2008/09 წლების სეზონის შემდეგ. 1987/88 წლების სეზონის შემდეგ "ბაიერნმა" ისტორიაში პირველად გაუშვა 2 ბურთი ზედიზედ 5 შეხვედრაში...თითქოსდა ეს არ იყო საკმარისი და მიუნხენურ კლუბს ზედიზედ ორ შეხვედრაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული მცველი (იოზუა კიმიხი ცენტრში უფრო ხშირად თამაშობს) გამოაკლდა - ჯერ ნიკლას ზიულე, შემდეგ ლუკა ერნანდესი.

დაცვა, რომელმაც ზიულესა და ერნანდესის ფონზე ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო, ახლა უკვე მრავალგზის ჩამოწერილი ჟერომ ბოატენგისა და ვეტერანი, უთამაშებელი, ხავი მარტინესის იმედზე რჩება.

ზაფხულში მიუნხენურმა გრანდმა გუნდიდან გაუშვა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და "ბაიერნის" თანამედროვე ისტორიაში უდავოდ საუკეთესო ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი. რატომ? მიზეზი მარტივია - მას გამოუცხადეს, რომ ძირითადში ვერ მოხვდებოდა, ჰუმელსის დონის მცველი კი სკამზე არ გაჩერდებოდა...მატსი დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნდა და თუ ვინმეს მისი ასაკის გამო შეაქვს ეჭვი მის შესაძლებლობებში შეგიძლიათ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას კარგად ჩაუჯდეთ.

ჰუმელსი "ბაიერნმა" ტანმაღალი, საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული მცველის, ნიკლას ზიულეს, იმედად გაუშვა. 24 წლის გერმანელი მართლაც მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ "აუგსბურგთან" შეხვედრაში ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო და მინიმუმ 6 თვის გამოტოვება მოუწევს. ნიკლასმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა და არათუ მისი სეზონის ბოლომდე დაბრუნება, არამედ ევრო 2020-ზე თამაში დადგა ეჭვის ქვეშ. "ბაიერნმა" დაკარგა მცველი, რომლის იმედადაც გაუშვა გუნდიდან ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატს ჰუმელსი...

ნიკლას ზიულე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობით, მუდმივად ბევრს მოძრაობს და მეორე სართულზე ფანტასტიკურია. მისი სეზონის ბოლომდე გამოკლება უდავოდ უდიდესი დანაკლისია.

გადის რამდენიმე დღე და "ბაიერნს" ათენში ემტვრევა 81 მილიონიანი ლუკა ერნანდესი - მსოფლიო ჩემპიონმა ტერფის დაზიანება მიიღო და დღეს გაირკვა, რომ ლუკას 2019 წელს ვეღარ ვიხილავთ მოედანზე...

ზიულე სეზონის ბოლომდე გამოგვაკლდა, ერნანდესი - წლის ბოლომდე...რა ეშველება მიუნხენური კლუბის დაცვის ხაზს ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითქმის შეუძლებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იოზუა კიმიხს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია თამაში და "ბაიერნისთვის" საუკეთესოდ ასპარეზობა, ის ერთი ადამიანია და შესაბამისად მხოლოდ ერთ პოზიციას თუ შეავსებს.

დამაინც, რა არის გამოსავალი ? როდესაც ხარ მიუნხენის "ბაიერნი" და გაქვს პრეტენზია იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, გამოუვალი სიტაუციები არ უნდა არსებობდეს!

გამოსავალი #1 - იოზუა კიმიხი + ბენჟამენ პავარი

რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონდეს ახლა მიუნხენურ კლუბს, "ბაიერნის" ქომაგებს იოზუა კიმიხი და მისი ფანტასტიკური ხასიათი, მიდგომა და რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხი მუდმივად ახარებს. იო მართლაც კლუბის ნათელი წერტილი და მომავალია, რომელიც ახლა დროა საბოლოოდ დაუბრუნდეს თავის პოზიციას. კიმიხი შესანიშნავი მარჯვენა მცველია, რომელსაც კოვაჩი მოედნის ცენტრში ათამაშებს და მიუხედავად იმისა, რომ მისი პროდუქტიულობა მაინც მაღალია, ახლა გუნდს იოზუა უფრო დაცვაში სჭირდება.

გარდა ამისა, კიმიხი არის უნივერსალი და შეუძლია თამაში დაცვის ცენტრშიც. თუ "მობერებული" ბოატენგი-მარტინესის თანდემიდან ერთ-ერთი ვერ გაამართლებს კიმიხს შეუძლია ცენტრში შეწევა...ან პავარს. გავიხსენოთ ული ჰიონესის სიტყვები, რომელმაც ბენჟამენს "ბაიერნის ისტორიაში პოტენციურად ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი" უწოდა. პავარი მართლაც ნიჭიერი და კარგი მცველია, რომელსაც სეზონის სტარტზე ხარვეზები აქვს, მაგრამ ძალიან მონდომებულია და ამ პრობლემების ფონზე გაბრწყინების იდეალური შანსი ეძლევა.

კიმიხი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს დაცვაში და თუ ეს მის მარჯვენა ფლანგზე მოხდება, პავარი - ცენტრში, ან - პირიქით! ზიულე-ერნანდესის თანდემი სწორედ კიმიხისა და პავარის ასევე ახალგაზრდულმა და გერმანულ-ფრანგულმა თანდემმა უნდა ჩაანაცვლოს.

გამოსავალი #2 - დავიდ ალაბა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "ბაიერნის" ქომაგები დავიდ ალაბას ოპტიმალურ ფორმას ჩივიან, ავსტრიელი კვლავ უმაღლესის კლასის მოთამაშე და ერნანდესი პირდაპირი შემცვლელია. საბედნიეროდ, "ბაიერნს" ალაბა ჰყავს და თუ ის ფორმაში იქნება, დაცვის მარცხენა ფრთაზე განსაკუთრებული პრობლემები არ შეგვექმნება და არც ალფონსო დეივისის "წვალება" გახდება საჭირო.

თუმცა ამ შემთხვევაში არის ერთი პრობლემა - ალაბაც ტრავმებისკენაა მიდრეკილი...თუმცა, ჯვარი სწერია...

"თაობათა ომი"

ყველაფერთან ერთად, მიუნხენურ კლუბში თაობათა ომიც მიმდინარეობს და საინტერესოა ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკო კოვაჩი. დაეყრდნობა თუ არა ხორვატი სპეციალისტი ბოატენგი-მარტინესის თანდემს, ერთ-ერთს ან ორივეს უკანა პლანზე გადაწევს და სრულიად ახალგაზრდულ, მომავლის შემადგენლობას აირჩევს.

ვარიანტები ისევდაისევ ბევრია, ვინაიდან კიმიხი უნივერსალია, ალაბა უნივერსალია, პავარი უნივერსალია, მარტინესი უნივერსალია...ძალიან ბევრი განლაგებისა და ვარიაციის დახატვაა შესაძლებელი, მაგრამ ვიყოთ უფრო რეალისტები - მარტინესის ცენტრში აწევა ალბათ გამორიცხულია, ამიტომ ის უფრო ცენტრალურ მცველად უნდა მოვიაზროთ.

როგორ შეიძლება ბოატენგი-მარტინესის სკამზე დატოვება ? მარტივად - კიმიხი მარჯვნივ, პავარი და ალაბა ცენტრში...მარცხენა ფლანგი? მიუხედავად იმისა, რომ ზევით დეივისის დაცვაში თამაში "წვალებად" მოვიხსენიეთ, ახალგაზრდა კანადელმა ამ პოზიციაზე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა - ის ძალიან სწრაფია და შავი სამუშაოს შესრულებაც გამოსდის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გთავაზობთ სამ ალტერნატიულ ვერსიას თუ როგორი შეიძლება იყოს "ბაიერნის" დაცვის ხაზი მინიმუმ ახალ წლამდე, შემდეგ იმედია ერნანდესი ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.


24-10-2019, 01:55
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0