...

მათეუსი: "ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმით არ უნდა ითამაშო"

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მოთამაშე და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლოთარ მათეუსი ჟერომ ბოატენგისა და კარლ-ეინც რუმენიგეს მცირე კონფლიქტს გამოეხმაურა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის შემდეგ, რომელიც "ბაიერნმა" სტუმრად "როსტოვთან" 2:3 წააგო, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ბოატენგი სერიოზულად გააკრიტიკა.

საპასუხოდ კი ჟერომმა განაცხადა, რომ ის უბრალოდ მცირე დაზიანებით თამაშობდა და ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ შესულა. მათეუსი კი კალეს იცავს და თვლის, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არაფერი ესაქმება.

"ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ზედმეტად სერიოზული ზეწოლის ქვეშ არიან, რაც ზოგჯერ ამაზრზენი ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ საჯარო განხილვის თემად მხოლოდ ცუდი თამაშის შემდეგ ვიქცევით ხოლმე.

თუმცა, კლუბს აქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკოს. გარდა ამისა, თუ მოთამაშე ტრავმირებულია, მას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არაფერი ესაქმება.

თუმცა, თუ ასეთ შემთხვევაში მინდორზე მაინც გადიხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ პრობლემები არ შეგეტყოს და მაღალ დონეზე იასპარეზო. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ არ უნდა ითამაშო", - განაცხადა მათეუსმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა