Ligablattმა მოთამაშეები შეაფასა

Ligablattმა მოთამაშეები შეაფასა

"ბაიერნი" 26 ოქტომბერს "უნიონს" დაუპირისპირდა და თამაში ანგარიშით - 2:1 მოიგო.

გერმანულმა გამოცემამ, "Ligablatt-მა," "ბაიერნის“ ფეხბურთელები შეაფასა (1 საუკეთესო ნიშანია, 6 კი - ყველაზე ცუდი)

მანუელ ნოიერმა ძალიან კარგად ითამაშა და გენტნერის თავურის დროს კვლავ დაამტკიცა, რა დონის მეკარეა. (ნიშანი 1)

ალფონსო დეივისმა მარცხენა მცველის პოზიციაზე უშეცდომო მატჩი ჩაატარა. (ნიშანი 2)

ბენჟამენ პავარდმა ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და 86 წუთამდე უშეცდომოდ ითამაშა, მაგრამ 11-მეტრიანი სწორედ მისი ბრალი იყო, ამიტომაც მიიღო ნიშანი 2.

ჟერომ ბოატენგის პროგრესი ადვილად შესამჩნევი იყო, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება მოუწევს, თუ ძირითადში თამაში სურს. (ნიშანი 3)

იოზუა კიმიხისგან უკეთესი თამაშები გვინახავს. მისი ჩაწოდებები ხშირად ვერ ახერხებდნენ მიმღების პოვნას. (ნიშანი 3)

ტიაგო შაბათს შეუმჩნეველი იყო. მაესტრომ მართალია, რამდენიმე კარგი პასი გააკეთა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მას მეტი შეუძლია. (ნიშანი 3)

თომას მიულერი სტადიონზე ბევრს მუშაობდა და დაცვასაც ხშირად ეხმარებოდა. 30 წლის გერმანელი ბევრს დარბოდა და ყოველთვის მზად იყო, ბურთის მისაღებად. ( ნიშანი 2)

"უნიონმა" შეძლო და ფილიპე კოუტინიო გაანეიტრალა. ბრაზილიელი ბევრს ცდილობდა, მაგრამ დიდად ვერაფერი გამოუვიდა. (ნიშანი 3)

კინგსლი კომანმა და ივან პერიშიჩმა ეს თამაში ნამდვილად ჩააგდეს. არც ჩაწოდებები გამოსდიოდათ და არც დინამიკით გამოირჩეოდა მათი თამაში. (ნიშანი 5 ორივესთვის)

რობერტ ლევანდოვსკი კი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან გოლი შეაგდო და თავისი რეკორდი მოხსნა. (ნიშანი 1)

მიუხედავად შეფასებებისა, ფაქტია, მიუნხენელებმა პირველობის დაბრუნება შეძლეს.



29-10-2019, 04:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0