კოვაჩი ჩემს მომავალზე არაფერი ვიცი

კოვაჩი ჩემს მომავალზე არაფერი ვიცი

მიუნხენის "ბაიერნი" ფრანკფურტის "აინტრახტთან" ბუნდესლიგის მე-10 ტურში განადგურდა. "რეკორდმაისტერის" კარში მასპინძლებმა 5 ბურთის შეგდება შეძლეს, სტუმრები კი, მხოლოდ ლევანდოვსკის 1 გოლს დასჯერდნენ.

მიუნხენელთა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, უკმაყოფილება ვერ დამალა და მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"თამაში ისე წარიმართა, როგორც არავინ ელოდა. შეუძლებელი იყო ანგარიშით - 5:1 წაგება, მიუხედავად იმისა, რომ 10 ფეხბურთელით ვთამაშობდით. ეს სამწუხაროა.

ბევრი შეცდომა დავუშვით. როდესაც ვკარგავდით ბურთს მოწინააღმდეგის ფლანგზე, ჯგუფურად უნდა გვემოქმედა და დაგვებრუნებინა იგი. დავუშვით ჩვეულებრივი შეცდომები, რის გამოც სასტიკად დავისაჯეთ.

რთულია 80 წუთის განმავლობაში ფრანკფურტში 10 ფეხბურთელით თამაში. ჩვენ ჩვენგან ამას არ ველოდით. ცუდი გამოდგა მეორე ტაიმი. წითელი ბარათი გადამწყვეტ ფაქტორად იქცა, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ.

მარცხის მიზეზები? არ ვარ ვალდებული, რომ ეს გაგიზიაროთ. რისი გაგება გსურთ ჩემგან? ჩვენ კარგად დავიწყეთ თამაში, შემდეგ კი, მოთამაშე დავკარგეთ.

ჩემს მომავალს რაც შეეხება, არაფერი ვიცი. თქვენ, ალბათ, უკეთ იცით. რა უნდა ვიცოდე, ასეთი მატჩის შემდეგ? ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა. როგორი იქნება ჩემი მომავალი? - ეს უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს.

ვიცი, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი, გულუბრყვილო არ ვარ. აქამდე არ დავნებებულვარ და არც ახლა დავნებდები."

ნიკო კოვაჩის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება, მიუნხენელთა ქომაგები მისი პოსტიდან მოხსნას ითხოვენ. აქამდე "ბაიერნის" უფროსობა ზურგს უმაგრებდა ხორვატ მწვრთნელს, მაგრამ არავინ იცის, დღევანდელი მატჩის შემდეგ, რა ბედი ეწევა მას. ფაქტი ერთია, თამაშის დასრულების მერე ბრაცომ, რუმენიგემ და ჰიონესმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.



3-11-2019, 09:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0