Fox Sports Netherlands კოვაჩს დღეს გაათავისუფლებენ

Fox Sports Netherlands კოვაჩს დღეს გაათავისუფლებენ

2 ნოემბერს მიუნხენის "ბაიერნი" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდა. "რეკორდმაისტერმა" მარცხი განიცადა (1:5) და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

"ბაიერნის" მწვრთნელს, ნიკო კოვაჩს, ფორტუნა არც აქამდე წყალობდა. მხოლოდ უფროსობა ცდილობდა მის დაცვას, როცა მიუნხენური გრანდი არადამაკმაყოფილებელ მატჩებს ატარებდა, თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, თავად ნიკო კოვაჩი აცხადებს, რომ არ იცის, რა ბედი ეწევა.

Fox Sports Netherlands-ის ინფორმაციით, მათ გერმანულმა წყაროებმა აცნობეს, რომ ნიკო კოვაჩს დღეს გაათავისუფლებენ. დროებით, "ბაიერნი" - დორტმუნდის "ბორუსიის" თამაშამდე, მის ადგილს გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვის, ასისტენტი, ჰანს ფლიკი, დაიკავებს.

ჰანს ფლიკის შემდეგ კი, მიუნხენურ გრანდს ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს. კანდიდატები კი არიან მოურინიო, ტუხელი და ტენ ჰაგი.


3-11-2019, 09:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0