...

რუმენიგე: "ბაიერნი გვარდიოლას დროს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა"

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალური დირექტორი, კარლ-ეინც რუმენიგე, აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლამ "რეკორდმაისტერს" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთი ათამაშა.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ბაიერნი" არასოდეს თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, როგორსაც პეპ გვარდიოლას დროს. ჩვენ ყოველთვის წარმატებულები ვიყავით, მაგრამ ასე ლამაზად იშვიათად ვთამაშობდით.

პეპის დროს თითქოს ყველაფერი იჩრდილებოდა და "ბაიერნის" თამაშების დროს ყველანი ექსტაზში ვიყავით. მან დიდებული მემკვიდრეობა დატოვა", - განაცხადა რუმენიგემ.

ესპანელმა სპეციალისტმა მიუნხენურ გრანდში სამი წელიწადი (2013-16) იმუშავა და ჯამში შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის ზედიზედ სამი ბუნდესლიგა.

პეპმა მთავარ მიზანს, ჩემპიონთა ლიგის მოგების სახით, მაინც ვერ მიაღწია, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით "ბაიერნი" მართლაც ახალ დონეზე ავიდა და ტექნიკურად საოცარი პროგრესი განიცადა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რუმენიგე პეპ გვარდიოლა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
dimitrichachua
dimitrichachua | 4 დეკემბერი 2016 23:57
ეგ არ იყო ბაიერნის ფეხბურთი რასაც ეგ ათამაშებდა მეძინებოდა :(
Hansi
Hansi | 5 დეკემბერი 2016 00:15
ამათ ჰაინკესის ამნეზია დაემართათ? joy joy
gio_gio
gio_gio | 5 დეკემბერი 2016 16:19
ძლივს წავიდა ეს თავმოტვლეპილი გუნდიდან და კიდე გვახსენებს ეს რუმენიგე სულ გამოთაყვანდა რა წადი ბიძია სახლში და უყურე სიტის თამაშებს და სვი ჩაი და რა სიამოვნებებსავც მოგანიჭებს შვარდიოლა სულ შენ გქონდეს არ გაგვიოყო ტვინი წაიღეს ამ დედა აფეთქებული გარეკლამებული ძალად მწვღთნელებით !!!!!!!!!!!!!!!1
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა