...

ვიდალი: "ეროვნულ ნაკრებში თამაში არავის დაუძალებია"

მიუნხენური კლუბის საყრდენი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, თავისი ტრავმის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და ჩილეს ეროვნული ნაკრები დაიცვა.

29 წლის არტურომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კოლუმბიასთან შეხვედრაში (0:0), დაზიანება მიიღო და მინდორი საკაცით დატოვა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში, ურუგვაის წინააღმდეგ მინდორზე პირველივე წუთებიდან გავიდა და კვლავ შეცვალეს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ვიდალმა "ბაიერნის" მომდევნო სამი თამაში გამოტოვა და კლუბის ხელმძღვანელობა ჩილეს ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო იყო.

"წავიკითხე თუ რას წერდნენ ამის შესახებ გაზეთებში და შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის არავის დაუძალებია.

ვითამაშე და ეს იმას ნიშნავს, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. "ბაიერნისა" და ჩილეს ნაკრების სამედიცინო შტაბის მადლიერი ვარ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა კარგად ვიყო", - განაცხადა ვიდალმა.

ახლა არტურო მწყობრშია და ბუნდესლიგის ბოლო ტურში, "მაინცის" წინააღმდეგ, მინდორზე მეორე ტაიმში შევიდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არტურო ვიდალი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა