...

ჰიონესი: "ვან გაალი ამტკიცებდა, რომ კრაფტი ნოიერზე ძლიერი იყო"

"რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ლუი ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდი გაიხსენა და ჰოლანდიელი სპეციალისტის ახალგაზრდებისადმი მიდგომაზე ისაუბრა.

ლუი ვან გაალმა მიუნხენური კლუბი 2009 წელს ჩაიბარა, პირველ სეზონში უდიდესი წარმატება მოუტანა (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი), შემდეგი კამპანია კი ჩააგდო და სეზონის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე პოსტიდან გაათავისუფლეს.

ჰოლანდიელის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეების აღმოჩენა იყო და ბადშტუბერს, ალაბას, მიულერს პირველი შანსები სწორედ მან მისცა. თუმცა, ზოგჯერ, რომელიმე ფეხბურთელს უბრალოდ ამოიჩემებდა და ბრმად ენდობოდა.

"როდესაც ვან გაალი ახალგაზრდა მოთამაშეში პოტენციალს დაინახავდა, ამის რეალიზაციის შანსს აუცილებლად აძლევდა. ასე მოხდა ჰოლგერ ბადშტუბერისა და ტომას მიულერის შემთხვევაში.

თუმცა, ზოგჯერ, სრულიად არარეალურ რაღაცეებს ამბობდა. მაგალითად, ვან გაალი ამტკიცებდა, რომ ტომას კრაფტი მანუელ ნოიერზე ძლიერი მეკარე იყო", - განაცხადა ჰიონესმა.

ტომას კრაფტი "რეკორმაისტერის" რიგებში 2008-11 წლებში ირიცხებოდა და ჰანს-იორგ ბუტის წასვლის შემდეგ გუნდის ძირითადი კიპერი გახდა. თუმცა, ნოიერის მოსვლის შემდეგ წავიდა და მას შემდეგ ბერლინის "ჰერტას" კარს იცავს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა