კოვაჩმა პოსტის დატოვება თავად გადაწყვიტა

კოვაჩმა პოსტის დატოვება თავად გადაწყვიტა

მიუნხენური კლუბის პრესსამსახურმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიკო კოვაჩმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

საინტერესოა, რომ ეს თავად 48 წლის ხორვატი სპეციალისტის ინიციატივა იყო. კოვაჩი კლუბის ბოსებს საბოლოოდ შესათანხმებლად დღეს შეხვდა.

ბოლო ინფორმაციით, "ბაიერნი" მზად იყო ნიკოსთვის მიეცა შანსი და მომდევნო ორ მატჩში, "ოლიმპიაკოსისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, მიეცა სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა.

თუმცა ნიკომ ამაზე უარი თქვა და კონტრაქტის გაწყვეტა მოისურვა: "ვფიქრობ, ეს ამ მომენტისთვის სწორი გადაწყვეტილებაა კლუბისთვის. შედეგებმა და თამაშმა, რომელსაც ვაჩვენებდით, ამ გადაწყვეტილებისკენ მიბიძგა.

მე და ჩემს ძმა რობერტს გვინდა, რომ "ბაიერნს" ბოლო 18 თვისთვის მადლობა გადავუხადოთ. ამ პერიოდში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოვიგეთ. ეს კარგი დრო იყო.

კლუბსა და გუნდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - განმარტა ნიკო კოვაჩმა.


4-11-2019, 04:03
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0