5 რამ ჰანსი ფლიკის შესახებ

5 რამ ჰანსი ფლიკის შესახებ

ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ მანამ, სანამ მიუნხნენური კლუბი ახალ თავკაცს იპოვნის, მთავარი მწვრთნელის როლს 54 წლის გერმანელი სპეციალისტი ჰანსი ფლიკი შეასრულებს.

ეს მომდევნო ორი თამაში კი "ბაიერნისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანია - შინ "ოლიმპიაკოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე და შინ დორტმუნდის "ბორუსიასთან" გერმანიის ჩემპიონატში.

ასე, რომ საინტერესოა თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ფლიკი, რომელიც "ბაიერნს" მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში.

1) ბაიერნის ოჯახის წევრი

1965 წელს ქალაქ ჰაიდელბერგში დაბადებულმა ჰანს-დიტერ ფლიკმა სახელის მოსახვეჭად და კარიერაში სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად "ზანდჰაუზენს" მიაშურა და იქ 1982-85 წლების პერიოდში სამი წელი დაჰყო.

ის "ბაიერნში" 20 წლის ასაკში აღმოჩნდა და მიუნხენელების მაისურით 5 წელი იასპარეზა. მან "ბაიერნის" მაისურით სულ 137 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მოიგო 4 ბუნდესლიგის ტიტული და 1986 წელს გერმანიის თასის მფლობელიც გახდა. 1990 წელს კი შემტევი ნახევარმცველი "კიოლნს" შეუერთდა, მაგრამ იქ სერიოზულმა ტრავმებმა ხელი შეუშალა და საბოლოოდ, 1992 წელს, 28 წლის ასაკში, ფლიკს კარიერის დასრულება მოუწია.

2) ბანკის კურსი "შტუტგარტის" ნაცვლად

თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ფლიკის კარიერა სულ სხვაგვარად წარმართულიყო. 18 წლის ასაკში მაშინ, როდესაც ის ბანკის სტაჟიორი იყო და შემსწავლელ კურსებს გადიოდა, "შტუტგარტისგან" მიიღო შემოთავაზება. ფლიკმა ბანკის გამო ამაზე უარი თქვა, ხოლო "შვაბები" 1983/84 წლების სეზონში ჩემპიონები გახდნენ.

"მინდოდა, რომ ბანკში ტრენინგი ბოლომდე მიმეყვანა. თუმცა "შტუტგარტმა" მითხრა, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მეორე გუნდში გამიშვებდა, რაც არ მინდოდა. უბრალოდ მინდოდა, რომ რამაზე ვყოფილიყავი სრულიად კონცენტრირებული და არ ვიცოდი თუ რამდენი ხანი შემოვრჩებოდი ფეხბურთში", - გაიხსენა ფლიკმა 2014 წლის იანვარში "Rund-თან" საუბრისას.

3) მენეჯმენტში გადასვლა

კარიერული წარუმატებლობისა და უიღბლობის შემდეგ ფლიკმა ფეხბურთში მოღვაწეობი გააგრძელა, შეისწავლა სამწვრთნელო კურსები და 2003 წელს დორტმუნდის "ბორუსიასას", "ჰამბურგისა" და "ჰანოვერის" ყოფილ თავკაც თომას დოლთან ერთად მოიპოვა პროფესიონალური ლიცენზია.

2000 წელს ფლიკმა ჩაიბარა "ჰოფენჰაიმი" და კლუბს მომდევნო 5 წლის განმავლობაში განვითარებაში ეხმარებოდა. სწორედ მან გადაიყვანა "ჰოფენჰაიმი" მეოთხედან მესამე დივიზიონში და ძალიან დიდი დახმარება გაუწია რალფ რანგნიკს, რომელმაც შემდეგ "სოფლელები" მეორე ბუნდესლიგაშიც ააღზევა 2007 წელს. შემდეგ ის ცოტა ხანი "ზალცბურგში" ლეგენდარული ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტი და მოსწავლე იყო, სანამ მიიღო უმნიშვნელოვანესი ზარი...

4) მსოფლიო ჩემპიონი

ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ჰანსი ფლიკი მსოფლიოს ჩემპიონია...2006 წლის 23 აგვისტოს, 1 კვირის თავზე, რაც გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი გახდა, ფლიკი ლიოვის ასისტენტად დაინიშნა. საინტერესო და გასაოცარია, რომ 1985 წელს "ზანდჰაუზენმა" ფლიკის შესაცვლელად ლიოვის ძმა მარკუსი დაიმატა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის ეროვნული ნაკრების არც მთავარ და არც ასისტენტ მწვრთნელს ეროვნული გუნდის მაისურით არცერთი მატჩი არ ჰქონდათ ჩატარებული. თუმცა ამან მათ "ბუნდესნაკრების" აღზევებასა და უდიდეს წარმატებაში ხელი არ შეუშალა. ევრო 2008-ს ფინალისა და 2010 წლის მუნდიალის ბრინჯაოს მედლების შემდეგ 2014 წლის მსოფლიო თასზე ლიოვმა და ფლიკმა მიზანს მიაღწიეს - გერმანია ჩემპიონი გახდა ბრაზილიაში და ისტორიაში მე-4 ტიტული მოიპოვა.

5) მშობლიური წარმატებები

2015 წლის ნოემბერში მან მშობლიური ქალაქის მერიისგან სპეციალური ჯილდო მიიღო. მას სპორტული მაღაზია აქვს გახსნილი და ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაციას უწევს. 2014 წლის მუნდიალზე ტრიუმფის შემდეგ ფლიკი 2014 წლის სექტემბერში გერმანული ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი გახდა და ამ როლზე 2017 წლის იანვრამდე მუშაობდა.


4-11-2019, 04:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0