ჟოზე მოურინიოს კანდიდატურა კიდევ უფრო რეალური ხდება

ჟოზე მოურინიოს კანდიდატურა კიდევ უფრო რეალური ხდება

ყოფილი "მანჩესტერისა" და "ჩელსის" დამრიგებელი არის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე.

"ბაიერნის" ბოსებმა კოვაჩს არაერთხელ მისცეს შანსი, თუმცა 18 თვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. კატალოზატორი კი "აინტრახტთან" განცდილი ფიასკო აღმოჩნდა.

პორტუგალიელი სპეციალისტი 2018 წლის დეკემბრის შემდეგ უსამსახუროდაა, თუმცა მან არაერთხელ გამოთქვა ფეხბურთში დაბრუნების სურვილი. ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში მან ყველაფერი მოიგო, საფრანგეთის ჩემპიონატი მის გეგმებში არ შედის. ერთადერთი ვარიანტი კი ბუნდესლიგაა.

ბასტიან შვაინშტაიგერმა, რომელმაც 13 წელი გაატარა "რეკორდმაისტერში" და იმუშავა მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ ოლდ ტრაფორდზე, საინტერესო განცხადებას აკეთებს.

" მე შემიძლია წარმოვიდგინო მოურინიო გერმანიაში"- განაცხადა "Deutsche Walle"-თან ინტერვიუში.

"მე მახსოვს, ის ყოველთვის მისვამდა კითხვებს გერმანიასა და მიუნხენის "ბაიერნზე" ჩვენს გასვლით შეხვედრებში. მის ტელევიზორში ყოველთვის ნახავდით ბუნდესლიგას.

მან ზედმიწევნით იცის ყველა ფეხბურთელი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, თუნდაც შედარებით დაბალი კლასის გუნდებიდან. ის ასევე სწავლობს გერმანულ ენას"- ბასტიან შვაინშტაიგერი.

მოურინიო დაკავშირებული იყო "არსენალთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან", თუმცა ჭორები ჭორებად დარჩა. როგორც ჩანს, "განსაკუთრებულს" მიუნხენის "ბაიერნის" გაწვრთნა აქვს გადაწყვეტილი და თუ გერმანული გიგანტი ინტერესს გამოიჩენს, ის აუცილებლად დათანხმდება.





4-11-2019, 19:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0