...

ციფრები, ფაქტები და აუღებელი ციხესიმაგრე სახელად ალიანს არენა

"ალიანს" არენაზე "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ზედიზედ 14 მატჩი მოიგო, ბურთების  თანაფარდობა გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის 52:8-ზეა, ასეთი სტატისტიკა ამჟამად არცერთ ევროპულ კლუბს არ აქვს. მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს თავიათ კედლებში მადრიდის "რეალთან" 2014 წლის 29 აპრილს ანგარიშით 0-4 წააგეს.

"ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, კლუბის გულშემატკივრებისთვის, მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართ შეხვედრამდე საინტერესო ფაქტები და ციფრები მოამზადა.

თანაბარი სტატისტიკა
დღეს 6 დეკემბერია და მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ასრულებს. კარლო ანჩელოტის გუნდი სატურნირო მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებს, სამაგიეროდ, "რეკორდმაისტერს" "ატლეტიკოსთან" რევანშის შანსი და ქომაგების გულის მოგების შესაძლებლობა აქვს.
მანამდე  ამ გუნდების გზა ჩემპიონთა თასის ფინალში, 1974 წელს, გადაიკვეთა. დამატებით დროში "როხიბლანკო" იგებდა, როდესაც კლაუს აუგენტალერმა ბოლო წუთზე გაიტანა და რამდენიმე დღეში გადათამაშება გაიმართა, რომელიც "ბაიერნმა" გერდ მიულერისა და ული ჰიონესის დუბლებით 4:0 იმარჯვა.
საერთო სტატისტიკა ამ ორ გუნდებს შორის კი ასე გამოიყურება: 2 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. თანაფარდობა გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის - 7:4.

ბალანსი ესპანური გუნდების წინააღმდეგ
ესპანურ კლუბების წინააღმდეგ მიუნხენის "ბაიერნს" 17 მოგება, 5 ფრე და მხოლოდ 2 წაგება აქვს. ჯამში 24 მოგება, 12 ფრე და 16 წაგება აქვს.  ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 თამაშში ესპანურ კლუბებთან , "მიუნხენელები" მხოლოდ 2-ჯერ გამოვიდნენ გამარჯვებულები, დანარჩენ შემთხვევებში მარცხი განიცადეს.

ლამს შეიძლება კანს გაუტოლდეს
შეგახსენებთ, რომ ფილიპ ლამს ჩემპიონთა ლიგაზე 102 მატჩი აქვს ჩატარებული. დღევანდელ მატჩი მონაწილეობის შემთხვევაში ის "ბაიერნის" ყოფილ კაპიტანს ოლივერ კანს  გაუტოლდება. მოგეხსენებათ, რომ ფილიპ ლამს 2 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული ჩემპიონთა ლიგაზე  და დღევანდელ მატჩშიც თუ მიიღებს გაფრთხილებას 1/8 ფინალში გასამართ მატჩს აუცილებლად გამოტოვებს.

ეფექტური "ატლეტიკო"
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მადრიდის "ატლეტიკო" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ხუთიდან ხუთი მოგება აქვს.  ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია კლუბის (ატლეტიკოს) ისტორიაში.

"ატლეტიკო" VS გერმანული გუნდები
მადრიდის "ატლეტიკოს" გერმანიაში გასვლითი მატჩებით დაბალი მაჩვენებელი აქვს. ევროთასების 17 მატჩში მათ მხოლოდ 5 მოგება აქვთ, აქედან 3 ფრე და 9 წაგება. გატანილ და გაშვებულ ბურთების თანაფარდობა კი 16-23-ზე აქვთ. საერთო ბალანსი გერმანული გუნდების წინააღმდეგ კი ასე გამოიყურება:
37 მატჩში 18 მოგება, 6 ფრე და 13 წაგება, ბურთების თანაფარდობა კი 51:41-ზე.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 17:19
Betty keeps an eye on my sons for me. I’ll keep an eye on you!
Достойный выгодный ремонт холодильников безналично в Капотне
Just gone crazy or something. Let's go to the cinema!
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა