ზონური თავდაცვისა და კონტრშეტევების დიდოსტატი  ჟოზე მოურინიო

ზონური თავდაცვისა და კონტრშეტევების დიდოსტატი ჟოზე მოურინიო

ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ "ბაიერნის" დღის წესრიგში დადგა მთავარი მწვრთნელის პოსტი. ერთ-ერთი მათგანი ჟოზე მოურინიოა. დღეს, ჩვენ ვეცდებით, შემოგთავაზოთ პორტუგალიელი სპეციალისტის დეტალური ანალიზი.

ზონური თავდაცვა და კონტრ-შეტევები

"ჩელსისა" და მადრიდის "რეალში" ის, როგორც წესი, თამაშობდა 4-2-3-1 სისტემით, ხოლო თავს იცავდა 4-4-2-ით. ამის მიზეზი გახლდათ ზემოთ აწეული დაცვის ხაზი და ზონური პრესინგი, რათა კონტრ-შეტევები გამხდარიყო მაქსიმალურად სწრაფი.

როგორც წესი, კოუტინიო და ლევანდოვსკი შეთამაშებულნი არიან კომანსა და გნაბრისთან. ამ სისტემაში კი მათთვის იოლი გახდება ვინგერის მოძებნა და კონტრ-შეტევის წამოწყება.

ასევე, მოცემულ სისტემაში, კოუტინიო და ლევანდოვსკი შეითვისებენ დაცვით ფუნქციებს, რადგან 4-4-2 ტაქტიკის მთავარი აზრი არის ის, რომ როცა მოწინააღმდეგე გიტევს თერთმეტივე ფეხბურთელი უნდა იყოს ბურთის უკან და მზად იყოს კონტ-შეტევის წამოსაწყებად.



ნახევარდაცვის ზონა, სავარაუდოდ, დაკომპლექტდება გნაბრის, გორეცკას, კიმიხისა და კომანისგან. წითლად მონიშნული ზონები აღნიშნავს საკვანძო წერტილებს ნახევარდაცვაში მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო ცენტრალური ზონა უნდა დაიკავოს კიმიხმა, რომელიც არის ენერგეტიკული და მარტივად ჩაშლის შეტევებს, ორი ცენტრალური მცველი კი იოზუას დააზღვევს.


ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი წითლად მონიშნული ზონების ჩაკეტვა იქნება, "ბაიერნი" მუდმივად განახორციელებს პრესინგს მოცემულ ზონებზე, რაშიც ლევანდოვსკი და კოუტინიოც იქნებიან ჩართულნი. ამ ზონებში მოპოვებულ ბურთს კი ცენტრალური მცველები გადაანაწილებენ.

დაცვაში მოცემულია ორი ზონა, რომელიც წითლადაა მონიშნული, მარჯვენა და მარცხენა. ამ ზონებზე უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ფლანგის მცველებს, ისინი საჭირო იქნებიან, როგორც ფლანგებზე, ასევე მცველების უკან.

გოლის გატანა მაქსიმუმ სამი პასით - "განსაკუთრებულის" მაგია

პორტუგალიელი სპეციალისტი ამ გეგმის განსახორციელებლად, რამდენიმე განსხვავებულ ტაქტიკას იყენებს.

1. თუ ნახევარმცელი მოიპოვებს ბურთს, როგორც დიაგრამაზეა მოცემული, მას აუცილებლად მოუწევს ბურთთან ერთად წინ გაქცევა, ამის შემდეგ, მას ექნება 2 არჩევანი- გააკეთოს პასი ფლანგზე, ან გაუკეთოს პასი კოუტინიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე გადაცემით ბურთი მოხვდება ლევანდოვსკისთან.

2. იმ შემთხვევაში თუ პრესინიგის ზონიდან ბურთს კოუტინიო მოიპოვებს, მას აუცილებლად მოუწევს გადაცემის გაკეთება ვინგერზე. ვინგერს ექნება სივრცე, რომელსაც ლევანდოვსკი შექმნის, მესამე გადაცემით კი ბურთი აუცილებლად მივა ლევანდოვსკისთან ან საპირისპირო მხარეს მყოფ ვინგერთან.

3. ის შემთხვევაში თუ ბურთს მოიპოვებს ვინგერი მას აუცილებლად მოუწევს თავისი სიჩქარის ხარჯზე წინ გაქცევა. ჟოზეს სისტემის მიხედვით, შემტევებს და ნახევარმცველებს ეკრძალებათ ბურთთან ერთად სირბილი, რადგან ისინი არ არიან საკმარისად სწრაფები, კარგავენ ბურთს და იწვევენ მეტოქის კონტრ-შეტევებს. ამ შემთხვევაში, კომანს ან გნაბრის შეეძლებათ გაიტანონ ე.გ "სოლო გოლი" ან გააკეთონ პასი ლევანდოვსკის ან კოუტინიოს მისამართით.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ ჟოზე მოურინიოს მიერ ორგანიზებული, მსოლიოს ყველაზე სწრაფი კონტრ-შეტევები, რომლებმაც თავის დროზე მადრიდის "რეალს" ძველი დიდება დაუბრუნა და ერთადერთი იარაღი გამოდგა გვარდიოლას "ტიკი-ტაკას" წინააღმდეგ.


5-11-2019, 01:08
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0