მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მომდევნო თამაშების წინ გუნდს განცხადებით მიმართა.
"ბოლო მატჩებში ჩვენი გუნდის ასპარეზობა და შედეგები მოლოდინს არ დაემთხვა.
ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი 1 კვირა გვაქვს წინ - მატჩი "ოლიმპიაკოსთან", რომელიც უნდა მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდეთ.
კვირას კი გერმანული კლასიკო გაიმართება - მატჩი დორტმუნდის "ბორუსიასთან", რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი და მოსაგებია", - განაცხადა კალე რუმენიგემ.
"ოლიმპიაკოსისა" და "ბორუსიას" წინააღმდეგ გუნდს ჰანსი ფლიკი და გამოცდილი ჰერმან გერლანდი მოამზადებენ.