იდეალური კანდიდატი  ერიკ ტენ ჰაგი

იდეალური კანდიდატი ერიკ ტენ ჰაგი

ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება, ერთ-ერთი მათგანი კი ერიკ ტენ ჰაგია, სავარაუდოდ, ყველაზე შესაფერისი და იდიალური კანდიდატი.

ადამიანი, რომელიც თავბრუდამხვევად შემტევ ფეხბურთს ქადაგებს.ტოტალური ფეხბურთი 2.0 - ერიკ ტენ ჰაგი

ჰოლანდიელი სპეციალისტის ძირითადი სათამაშო სისტემა არის მოდერნიზებული 4-3-3, რომელიც შეიცავს ექვსიანის, რვიანის და ათიანის პოზიციებს. ეს სისტემა შეტევისას სახეს იცვლის და გადაიქცევა 4-2-3-1-ად, ჩვენ ეს ნათლად შეგვიძლია დავინახოთ "აიაქსის" გასული სეზონის თამაშებიდან, სადაც ფრენკი დე იონგი(6), ლასა შონე(8) და ვან დე ბეეკი(10) მოქმედებდნენ ცენტრში და გადიოდნენ შეტევაზე.

ტენ ჰაგის სისტემის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის სისწრაფე. ეს საჭიროა ბურთის დასაჭერად და თავისუფალი სივრცეების მომენტალური ათვისებისთვის. თუ "აიაქსის" გასული სეზონის მატჩებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ამსტერდამელები მოედნის აბსოლუტურად ყველა ნაწილში იყვნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რიცხვობრივადაც აღემატებოდნენ მეტოქეს.



"ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაახალგაზრდავდა. ამჟამად, ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები როგორებიცაა: ალაბა/დევისი, ჰერნანდესი, კიმიხი და სულე, რომლებსაც აქვთ სისწრაფე და არ გაუჭირდებათ ამ სისტემაზე მორგება.

ბოლო წლებში მიუნხენელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო დაცვიდან შეტევების სწრაფი ორგანიზება, ტენ ჰაგი კი ამის სპეციალისტია. დაცვიდან შეტევაში ამოსვლასთან ერთად, ტენ ჰაგი გამოირჩევა შეტევების სწრაფი ორგანიზებით, როდესაც ბურთი ხვდებოდა მცველებსა და ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის დე იონგი(6) დაუყონებლივ გზავნიდა ბურთს ფლანგების მიმართულებით, რაც ცენტრაულ ნახევამრცველებს და 10-იანს აძლევდა ცენტრის დაკავების საშუალებას.



ტიაგო ალკანტარა და კოუტინიო იქნებიან ტენ ჰაგის ნახევარდაცვის მთავარი ფიგურები, გორეცკა ან ტოლისო კი დაიკავებენ რვიანის პოზიციას. ჰოლანდიელის სისტემაში ვინგერებს მოეთხოვებათ სისწრაფე, გნაბრი და კომანი კი სრულყოფილად აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს. ლევანდოვსკი შეასრულებს ზუსტად იმ ფუნქციებს, რასაც ტადიჩი ასრულებდა. ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი, რომელიც გაიტანს გოლებს და მისცემს სივრცეს სხვა ფეხბურთელებს.

"ბაიერნი" პრესინგს 4-2-3-1 ან 4-4-2 სისტემით განახორციელებს, თავს კი 4-5-1 ტაქტიკით დაიცავს, სადაც ყველა ნახევარმცველს ექნება განსაზღვრული როლი დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს.

ერიკ ტენ ჰაგი "ბაიერნისთვის" იდიალური ვარიანტი იქნება. მას აქვს ამ კლუბში მუშაობის გამოცდილება, ლაპარაკობს გერმანულად და უყვარს კლუბი. იდეალურ შემთხვევაში, "ბაიერნი" სეზონის ბოლომდე ე.გ "დროებით მწვრთნელს" დანიშნავს, მოვლენების ასეთი განვითარება მის გადმოსვლას კიდევ უფრო რეალურს გახდის.





5-11-2019, 20:40
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0