...

ექვსი ვარიანტი - ვის შეხვდება ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში?

გუშინ საღამოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მეორე პოზიციაზე დაასრულა და მერვედფინალურ სტადიაზე ექვსი ჯგუფის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს შეხვდება.

უეფას რეგლამენტის გათვალისწინებით, ფლეი-ოფის პირველ ეტაპზე ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ვერ დაუპირისპირდებიან, ამიტომ "რეკორდმაისტერს" "ატლეტიკოსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ვარიანტები მოაკლდა.

ამრიგად, კარლო ანჩელოტის გუნდი მერვედფინალში "არსენალს", "ნაპოლის", "ბარსელონას", "მონაკოს", "ლესტერს" ან "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

როგორც ხედავთ, სიტუაცია სავსებით მისაღებია, რადგან ექვსიდან სამი ტოპ-გუნდია, ხოლო სამი სასურველი მოწინააღმდეგე, რომელთანაც "ბაიერნი" აშკარა ფავორიტი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა 12 დეკემბერს, ორშაბათს, ჩვენი დროით 15:00 საათზე გაიმართება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 8 დეკემბერი 2016 05:22
ჩემის აზრით ნაპოლი იქნება ბაიერნის მეტოქე გული მიგრძნობს.
google
google | 8 დეკემბერი 2016 14:59
რა გულით ამბობთ ბარსა მინდაო :D ბარსაზე ცუდ ფორმაში ჩვენ ვართ და დაცვაში თუ უჭირს ბარსას შეტევაში მსოფლიოში პირველები არიან და ცენტრში კიდე ინიესტას მარტო შეუძლია ცენტრი წაგვართვას რეალურად შეხედეთ ყველაფერს ... ბარსა შეიძლება 1/4 ფინალში ან უფრო მერე ეხლა გვააქვს შანსი ცოტა იოლად გასვლის და რატო ვირთულებთ საქმეს :D
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა