...

მეორე ადგილის ისტორია - ვის ხვდებოდა ბაიერნი მერვედფინალში?

2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური კამპანია კარლო ანჩელოტის გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა და 12 დეკემბერს ფლეი-ოფში პირველი მოწინააღმდეგის ვინაობას გაიგებს.

მას შემდეგ, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფორმატი შეიცვალა (2002 წლიდან მოყოლებული) და გათამაშებას მერვედფინალური სტადია დაემატა, "ბაიერნმა" ჯგუფის მოგება ისტორიაში მეხუთედ ვერ მოახერხა. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2009/10 წლების სეზონში დაფიქსირდა, მაგრამ მანამდე უფრო ხშირად ყოფილა.

მიუნხენურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე პოზიცია პირველად 2003/04 წლების სეზონში დაიკავა. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა ცხრა ქულა დააგროვა და შინ ლიონის "ოლიმპიკთან" წაგების გამო, წინ სწორედ ფრანგული კლუბი გაუშვა. მერვედფინალში კი "ბაიერნი" კარლოს კეირუშის მადრიდის "რეალს" გადაეყარა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა (შინ 1:1 და სტუმრად 0:1).

"ბაიერნმა" მომდევნო სეზონშიც ვერ მოიგო ჯგუფი და ფელიქს მაგათის გუნდი ლიდერ ტურინის "იუვენტუსს" ექვსი ქულით ჩამორჩა. თუმცა, ამჯერად, ფლეი-ოფის პირველი სტადია გუნდმა გადალახა და ტურნირიდან ლონდონის "არსენალი" გამოთიშა (3:1 შინ და 0:1 სტუმრად). მეოთხედფინალიდან კი "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსიმ" გამოაგდო საოცრად სანახაობრივ თამაშებში (2:4 სტუმრად და 3:2 შინ).

2005/06 წლების სეზონში ფელიქს მაგათის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო და წინ კვლავ ტურინის "იუვენტუსი" გაუშვა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ორი ქულით. მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენურ კლუბს არ გაუმართლა და კარლო ანჩელოტის უძლიერესი "მილანი" შეხვდა. მიუნხენში ფრის (1:1) შემდეგ, "რეკორდმაისტერი" იტალიაში 1:4 განადგურდა.

რაც შეეხება უკვე ნახსენებ 2009/10 წლების კამპანიას, ეს ერთგვარი სასიამოვნო გამონაკლისია. ლუი ვან გაალის გუნდმა ფლეი-ოფის საგზური ბოლო ტურში, ტურინში მოპოვებული უნიკალური გამარჯვების წყალობით (იუვენტუსი 1:4 ბაიერნი) მოიპოვა და სენსაციური "ბორდოს" შემდეგ ჯგუფში მეორე პოზიცია დაიკავა. მერვედფინალში კი "ბაიერნი" იტალიურ "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით იმარჯვა (შინ 2:1, სტუმრად 2:3). საბოლოოდ, გერმანული გრანდი ფინალში გავიდა და იქ მოურინიოს დიდებულ "ინტერთან" 0:2 დამარცხდა.

როგორც ხედავთ, ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ მიუნხენის "ბაიერნს" არც ისე იოლი გზა ჰქონდა ხოლმე, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. დაახლოებით ათი წლის წინ, როდესაც "ბაიერნმა" ჯგუფი ზედიზედ სამჯერ ვერ მოიგო, პირველ ადგილზე საკმაოდ ძლიერი გუნდები და ფავორიტები გადიოდნენ. ახლა კი პირველ და მეორე პოზიციებს შორის დიდი სხვაობა აღარ არის.

ექვსი სავარაუდო მეტოქიდან სამი მაღალი კლასის გუნდია - "არსენალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი", სამი კი შედარებით დაბალი დონის - "ნაპოლი", "მონაკო" და "ლესტერი".скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა