ლევანდოვსკი არ ჩერდება ბაიერნმა ბორუსია 40 გაანადგურა

ლევანდოვსკი არ ჩერდება ბაიერნმა ბორუსია 40 გაანადგურა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე დორტმუნდის "ბორუსია" გაანადგურა!

პრინციპული "დერ კლასიკერი" ჰანსი ფლიკის გუნდმა 4:0 მოიგო და ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, მაგრამ მიუნხენელებმა უპირატესობა მოიპოვეს და გოლიც გაიტანეს. დორტმუნდელებმა ბურთი ცუდად გამოიტანეს და რობერტ ლევანდოვსკი უმეთვალყურეოდ დატოვეს - პავარმა ჩააწოდა, ხოლო პოლონელმა თავით თავისი მორიგი გოლი გაიტანა - 1:0!

გატანილი გოლის შემდეგ "ბაიერნი" უფრო დამაჯერებელი გახდა. მიუნხენელები ბურთს აკონტროლებდნენ და უტევდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა კომანს, როდესაც ლევანდოვსკის პასის შემდეგ ცუდად მოარტყა ბურთს ფეხი.

გოლის გატანა შეეძლო სერჟ გნაბრისაც, მაგრამ მას რომან ბიურკიმ აუღო. საბოლოოდ, 1:0 და მიუნხენელებმა "ბორუსიას" კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინეს.

მეორე ნახევრის სტარტზე მიუნხენელებმა მეორე გოლიც გაიტანეს - იოზუა კიმიხმა თომას მიულერს ფანტასტიკური გადაცემა გაუკეთა, ხოლო მიულერმა სერჟ გნაბრის ცარიელ კარში გაატანინა.

"რეკორდმაისტერმა" დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და უფრო ლაღად გააგრძელა თამაში. 76-ე წუთზე ლევანდოვსკიმ და მიულერმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს და პოლონელმა დუბლი გაიფორმა - 3:0!

4 წუთში კი ივან პერიშიჩის ჩაწოდების შემდეგ მატს ჰუმელსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგაარიში დააფიქსირა - 4:0.

ამ გამარჯვების შემდეგ მიუნხენელებმა 21 ქულა დააგროვეს და ლიდერ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" 1 ქულით ჩამორჩებიან.


10-11-2019, 02:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0