...

რიბერი ლაიფციგით აღფრთოვანებულია

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული ფრანგი ვინგერი, ფრენკ რიბერი, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დებიუტანტი კლუბით, "ლაიფციგით", უბრალოდ გაოცებულია.

რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და 13 ტურის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს. "ხარები" გერმანიის ბოლო ოთხგზის ჩემპიონს სამი ქულით უსწრებენ.

"ახლა სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია. "ბაიერნის" მთავარი მეტოქე ყოველთვის დორტმუნდის "ბორუსია" იყო, ახლა კი სხვა კონკურენტიც გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს საინტერესო გამოწვევაა.

ჩემი აზრით, "ლაიფციგი" ყველაფერს კარგად და სწორად აკეთებს. ისინი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად და ლაღად თამაშობენ, გააქვთ ბევრი გოლი.

ამ წელს კიდევ სამი თამაში დაგვრჩა, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და შესვენებაზე იდეალური განწყობით გავიდეთ", - აცხადებს რიბერი.

კარლო ანჩელოტის გუნდი წლის ბოლომდე ბუნდესლიგაში სამ მატჩს ჩაატარებს. ჯერ შინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, შემდეგ სტუმრად "დარმშტადტთან" და ბოლოს საკუთარ მოედანზე "ლაიფციგთან."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ფრენკ რიბერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა