...

2018 წლიდან ჩემპიონთა ლიგის თამაშები სხვა დროს დაიწყება

გუშინ საღამოს უეფას მაღალჩინოსნების კონგრესი გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განიხილეს და რამდენიმე სიახლე დაანონსეს.

უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონიდან ევროპის წამყვანი ოთხი ჩემპიონატიდან ჯგუფურ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოხვდება.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ 2018 წლიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩები ორ სხვადასხვა დროს გაიმართება. ახლა ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრები 22:45 და 23:45 საათზე იწყება (გარკვეული გამონაკლისების გამოკლებით). ორ წელიწადში კი ორი თამაში 22:00 (21:00) საათზე დაიწყება, ხოლო დანარჩენი ექვსი - 24:00 (23:00) საათზე.

შეეხება თუ არა ეს ცვლილებები ფლეი-ოფის ეტაპს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, იმავე 2018 წლიდან საკლუბო რეიტინგში ქულების დაგროვების პრინციპი შეიცვლება. ახლა ევროპული გუნდები კოეფიციენტის 20%-ს ეროვნული ჩემპიონატის ასოციაციიდან იღებდნენ, რაც საერთოდ გაქრება. ანუ კლუბები მხოლოდ ევროთასებზე მიღწეული შედეგებით მოიპოვებენ უეფას რეიტინგს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა