...

ისტორიული მატჩი - ლევანდოვსკის პენტა-ტრიკი ვოლფსბურგთან

დღეს საღამოს მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურის ეგიდით, საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგს" უმასპინძლებს და ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ამ შეხვედრის წინ კი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ "რეკორდმაისტერისა" და "მგლების" ბოლო დაპირისპირება "ალიანს არენაზე", რომელიც გერმანული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა გასული სეზონი დიდებულად დაიწყო და ხუთ ტურში ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა. მეექვსე ტურში კი შინ დიტერ ჰეკინგის ასევე წარმატებული "ვოლფსბურგი" მიიღო, რომელმაც მიუნხენში პირველი ტაიმი, დანიელ კალიჯურის გოლით, დამსახურებულად მოიგო.

შესვენებაზე ესპანელმა სპეციალისტმა თამაშში პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, ჩართო, რომელმაც ისტორია გადაწერა. 51-ე წუთზე მან წონასწორობა აღადგინა, 30 წამში მშვენიერი შორეული დარტყმით "ბაიერნი" წინ გაიყვანა. ორ წუთში ჰეთ-თრიქი გაიფორმა, მალევე დუგლას კოშტას ჩაწოდებას გამოეხმაურა, საკუთარი შოუ კი ულამაზესი მაკრატელა დარტყმით დაასრულა - 5:1.

რობერტ ლევანდოვსკიმ ცხრა წუთში ხუთი გოლის გატანა მოახერხა და სრულიად საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. 3 წუთი და 21 წამი - ბუნდესლიგის ისტორიაში უსწრაფესი ჰეთ-თრიქი; 5 წუთი და 42 წამი - ბუნდესლიგის ისტორიაში უსწრაფესი პოკერი; ლევანდოვსკი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც შეცვლიდან ხუთი ბურთის გატანა მოახერხა. ცხრა წუთში გატანილი ხუთი გოლის გამო კი ის გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.

"არის დღეები, როდესაც ყველაფერი მიგდის და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. ახლა მთავარია, რომ ასე გავაგრძელო და გოლები კიდევ გავიტანო. თუმცა, ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, ხუთი გოლი აქამდე არასოდეს გამიტანია", - აღნიშნა თავად ლევანდოვსკიმ ამ დაუვიწყარი თამაშის შემდეგ.

ამჯერად იგივე სასწაულის გაკეთება რობერტს გაუჭირდება, მაგრამ დღეს ერთი-ორი ბურთიც საკმარისი იქნება. ახლა კი ერთად გავიხსენოთ ის დაუვიწყარი კადრები.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Olga Y.neump
Olga Y.neump | 23 აპრილი 2017 08:13
A new car is high on my list of priorities. A new TV is not high on my list.
http://bobrdobr.ru/people/bupoca/http://www.monmar.it/index.php?option=com_k2&view=itemlist&task=user&id=5250
Despite the absurdity speak. Let's have a picnic in the countryside.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა