...

ბაიერნმა ვოლფსბურგი გაანადგურა

მიუნხენის "ბაიერნი" წარმატებულ სერიას აგრძელებს - კარლო ანჩელოტის გუნდმა, ყველა ტურნირზე ერთად, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბუნდესლიგაში ლიდერობაც დაიბრუნა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში "რეკორდმაისტერმა" შინ "ვოლფსბურგი" მიიღო და ძალიან მარტივად დაამარცხა. ანგარიში არიენ რობენმა ულამაზესი დარტყმით გახსნა. ოთხ წუთში რობერტ ლევანდოვსკიმ არტურო ვიდალის დარტყმის და რიკოშეტის შედეგად "მგლებს" კარიერაში მორიგი გოლი გაუტანა. ამის შემდეგ "ბაიერნმა" დაისვენა და მეორე ნახევარში კიდევ ორი ბურთი გაიტანა.

ჯერ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, შემდეგ კი ტომას მიულერმა გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ბოლოსკენ კი თავი შეცვლაზე შემოსულმა დუგლას კოშტამაც გამოიჩინა. "ვოლფსბურგმა" მიუნხენში ისევ ხუთი გოლი გაუშვა და უშანსოდ დამარცხდა.

ყველაზე მთავარი კი "ლაიფციგის" მარცხი იყო, რომელმაც სტუმრად "ინგოლშტადტთან" 0:1 წააგო და ახლა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ბუნდესლიგას მიუნხენური გრანდი ლიდერობს.

ბაიერნი 5:0 ვოლფსბურგი
გოლები: 1:0 - რობენი (18'), 2:0 - ლევანდოვსკი (22'), 3:0 - ლევანდოვსკი (58'), 4:0 - მიულერი (76'), 5:0 - დუგლას კოშტა (86').
გაფრთხილება: ტიაგო (25').

ბაიერნი: ნოიერი - ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი - ტიაგო (რაფინია 81'), ვიდალი (ალონსო 71') - რობენი, მიულერი, რიბერი (დუგლას კოშტა 77') - ლევანდოვსკი.

ვოლფსბურგი: ბენალიო - ბლაშიკოვსკი (ვიერინია 83'), კნოხე, ბრუმა, რ.როდრიგესი, შეფერი (ჰორნი 22') - კალიჯური, გილავოგი, გერჰარდტი - გომესი, მაიორალი (მიობიუსი 61').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა